იგორ შჩერბაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იგორ შჩერბაკოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 ნოემბერი, 1955(1955-11-19)[1] (68 წლის)
დაბ. ადგილი დნიპრო
იგორ შჩერბაკოვი ვიკისაწყობში

იოგრ ვლადიმიროვიჩ შჩერბაკოვი (დ. 19 ნოემბერი, 1955) ― უკრაინელი და საბჭოთა კომპოზიტორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1996), უკრაინის კომპოზიტორთა ეროვნული კავშირის წევრი (1986 წლიდან) და უკეკ-ის კიევის ორგანიზაციის თავმჯდომარე (1999 წლიდან), 2010 წლიდან უკეკ-ის თავმჯდომარე, უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემია (1999), უკრაინის ხელოვნების ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2013), არტემ ვედელის სახელობის მუნიციაპალური პრემიის - „კიევი“ - ლაურეატი, ფესტივალის „უკრაინის ახალგაზრდა კომპოზიტორები“ ლაურეატი (1990, პირველი პრემია).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგორ შჩერბაკოვი 1955 წლის 19 ნოემბერს დნეპროპეტროვსკში დაიბადა. განათლება დნეპროპეტროვსკის მუსიკალურ სასწავლებელსა და უკრაინის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში მიიღო. 1994 წლიდან უკრაინის ეროვნულ მუსიკალურ აკადემიაში კომპოზიციის კათედრის გამგე გახდა. 1999-2010 წლებში იყო უკრაინის კომპოზიტორთა ეროვნული კავშირის კიევის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ხოლო 2010 წლიდან უკეკ-ის თავმჯდომარე. 2013 წელს გახდა უკრაინის ხელოვნების ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არტემ ვედელის სახელობის მუნიციპალური პრემია „კიევი“
  • პირველი პრემია ფესტივალზე „უკრაინის ახალგაზრდა კომპოზიტორები“ (1990)
  • უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1996)
  • უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემია (1999) ― სპექტაკლისთვის „ხაფანგი ალქაჯებისთვის“, კიევის ბავშთა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო მუსიკალური თეატრი[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]