იგორ კოსტეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იგორ კოსტეცკი
დაბადების თარიღი 1 (14) მაისი, 1913
დაბადების ადგილი კიევი
გარდაცვალების თარიღი 14 ივნისი, 1983(1983-06-14) (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი Schwaikheim[1]
საქმიანობა რეჟისორი, რომანისტი, დრამატურგი და მთარგმნელი

იგორ კოსტეცკი (უკრ. Ігор Костецький; დ. 14 მაისი, 1913 ― გ. 14 ივნისი, 1983) ― უკრაინელი მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, რეჟისორი და გამომცემელი. მწერლის ნამდვილი სახელი და გვარი იგორ ვიაჩესლავის ძე მერზლიაკოვი იყო. ფსევდონიმი „კოსტეცკი“ მწერლის დედის გვარიდანაა აღებული.

კოსტეცკი ემიგრაციაში ყოფნისას უკრაინული ხელოვნების მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი და წამყვანი თეორეტიკოსი და თავისი თაობის უკრაინელი მოდერნისტი მწერლების ერთ-ერთი მოწინავე წარმომადგენელი იყო. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს მოთრობებს, რომანებს, პიესებს, პოემებს, სამოგზაურო პროზას, სცენარებს, ესეებსა და მსოფლიო ლიტერატურის უკრაინულ ენაზე თარგმანებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. різні автори Енциклопедія сучасної УкраїниІнститут енциклопедичних досліджень НАН України, 2001. — ISBN 966-02-2075-8