იგორ აშურბეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იგორ აშურბეილი

იგორ რაუფოვიჩ აშურბეილი (აზერ. İqor Rauf oğlu Aşurbəyli; რუს. Игорь Рауфович Ашурбейли; დ. 9 სექტემბერი, 1963) — აზერბაიჯანელი-რუსი მეცნიერი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. Asgardia-ს ხელმძღვანელი. რუსეთის აღოძინების პარტიის ლიდერი 2016 წლიდან.

2000-2011 წლებში იყო SPA Almaz-ის აღმასრულებელი დირექტორი. არის Socium Holding-ის დამფუძნებელი და საბჭოს ხელმძღვანელი. არის მეცნიერების დოქტორი ინჟნერიაში, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალიზაციით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგორ აშურბეილი დაიბადა 1963 წლის 9 სექტემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანელი წარჩინებული ოჯახის, აშურბეიოვების შთამომავალთა ოჯახში. 1985 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო აკადემია.[1][2]

1988 წელს იმჟამინდელი საბჭოთა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად დააფუძნა Socium, პატარა პროგრამული კომპანია, რომელიც მთავარ მენეჯერს ემსახურებოდა. შემდეგში Socium Socium Holding-ად გარდაიქმნა და დღეისთვის კომპანიას 30-ზე მეტ კომპანიაში 10 000-ზე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. აშურბეილი საბჭოს დირექტორია.[1][2][3]

1990 წელს აშურბეილი მოსკოვში გადასახლდა. 1994 წლიდან მას SPA Almaz-ის მთავარი მენეჯერის პირველი მოადგილისა და საბჭოს დირექტორის თანამდებობა ეკავა,ხ ოლო 2000 წლიდან 2011 წლამდე უმაღლესი აღმასრუებელი დირექტორი იყო. 2011 წელს აშურბეილიმ კომპანია დატოვა. იმავე წელს იგი ერთ-ერი კომპანია KB-1-ის საბჭოს თავმჯდომარედ და სამეცნიერო ზედამხედველად დაინიშნა.[1][4][2][5]

2004 წელს აშურბეილი არამომგებიანი არასამთავრობო ექსპერტთა საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 2015 წელს მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან სპეციალური საკონსულტაციო გრანტი მოიპოვა.[6]

2009 წელს დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პრიზით. 2016 წლის 5 თებერვალს იუნესკოს შტაბში, პარიზში გამართულ ცერემონიაზე ნანომეცნიერებასა და ნანოტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აშურბეილი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის ორგანიზაციის მედლით დაჯილდოვდა.[7]

2013 წელს აშურბეილიმ ვენაში (ავსტრია) დააარსა საჰაერო სივრცის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი. 2014 წელს ცენტრმა საერთაშორისო კოსმოსური ჟურნალის, ROOM, გამოშვება დაიწყო, რომლის მთავარი რედაქტორიც აშურბეილია. 2018 წლის ივლისში საჰაერი სივრცის საერთაშორისო კვლევით ცენტრს Asgardia Independent Research Center ეწოდა.[8][9]

გენადი სელეზნიოვის გარდაცვალების შემდეგ, 2016 წლის 17 ივნისს, აშურბეილი რუსეთის აღორძინების პარტიის ლიდერად აირჩიეს.

2016 წლის 12 ოქტომბერს, საფრანგეთში, პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშურბეილმა „ახალი კოსმოსური ერის - Asgardia-ს დაბადების შესახებ განაცხადა. პროექტს ოფიციალურად „Asgardia-ს კოსმოსური სამეფო“ ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]