იგნოსტიციზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იგნოსტიციზმი ან იგთეიზმი თეოლოგიური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სხვა შეხედულება თეოლოგიაზე (აგნოსტიციზმის ჩათვლით) აყენებს უამრავ დაუსაბუთებელ ვარაუდს ღმერთის/ღმერთების არსებობის და ასევე თეოლოგიური კონცეპციების შესახებ. ტერმინი „იგნოსტიციზმი“ დაამკვიდრა ჰუმანიტარული იუდაიზმის დამაარსებელმა შერვინ ვაინმა. ზოგიერთი ფილოსოფოსისთვის იგნოსტიციზმი აღიქმება როგორც ათეიზმის ან აგნოსტიციზმის ერთ-ერთი სახეობა, ამავდროულად სხვები მას დამოუკიდებელ მიმართულებად აღიქვამენ. იგნოსტიკი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ის ვერ გასცემს პასუხს, კითხვაზე - სჯერა თუ არა მას ღმერთის, იქამდე სანამ, მკითხველი არ დაუკონკრეტებს ღმერთის/ღმერთების განმარტებას. წიგნში „ენა, სიმართლე და ლოგიკა“, ალფრედ აიერი ამტკიცებს, რომ არავის არ შეუძლია ილაპარაკოს ღმერთის არსებობაზე ან მისი სავარაუდო არსებობის შესახებ, რადგანაც ეს მოსაზრება არ არის დამოწმებული და აქედან გამომდინარე აზრს მოკლებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]