იგნაც სემელვეისი
იგნაც ფილიპ სემელვეისი | |
---|---|
გერმ. Ignaz Philipp Semmelweis | |
დაბ. თარიღი | 1 ივლისი, 1818[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | Tabán, Kingdom of Hungary, ავსტრიის იმპერია |
გარდ. თარიღი | 13 აგვისტო, 1865[6] [1] [7] [2] [3] [8] [4] (47 წლის) |
გარდ. ადგილი | Oberdöbling, ავსტრიის იმპერია |
დასაფლავებულია | Semmelweis Museum of Medical History |
მოქალაქეობა |
ავსტრიის იმპერია უნგრეთი |
საქმიანობა | ექიმი[8] , ბოტანიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, გინეკოლოგი, obstetrician და ჰიგიენისტი |
მუშაობის ადგილი | ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი და Budapesti Egyetemi Katolikus Gimnázium[9] |
მეუღლე | Mária Weidenhofer |
ნათესავ(ებ)ი | Péter Ráth |
იგნაც ფილიპ სემელვეისი (გერმ. Ignaz Philipp Semmelweis; უნგრ. Semmelweis Ignác Fülöp; დ. 1 ივლისი, 1818, ბუდა, — გ. 13 აგვისტო, 1865, ვენა) — ავსტრო-უნგრელი ექიმი. მის სახელს უკავშირდება მელოგინის ცხელების მიზეზის აღმოჩენა და სამედიცინო პრაქტიკაში ასეპტიკის პრინციპების, მათ შორის ხელის დამუშავების წესის, შემოღება.
სემელვეისი დაიბადა უნგრეთში გერმანულენოვან ოჯახში. 1844 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი მედიცინის დოქტორის ხარისხით. დაკავებული იყო ვენაში სამეანო პრაქტიკით. აღმოაჩინა მშობიარობის იმ დროისთვის ერთ-ერთი ფატალური გართულების — მელოგინის ცხელების მიზეზი: სემელვეისმა შენიშნა, რომ ცხელების სიხშირე უფრო ხშირი იყო სამშობიაროს იმ განყოფილებაში, სადაც სტუდენტებს ასწავლიდნენ და დაასკვნა, რომ კლინიკაში შემოსული სტუდენტები წარმოადგენდნენ ინფექციის წყაროს. სემელვეისმა დააწესა ხელების დამუშავება კალციუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით, რამაც მელოგინეების სიკვდილიანობა 18%-დან 1%-მდე შეამცირა. 1848 წელს ვენაში რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სამსახური დაკარგა. 1850 წელს პეშტში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა წმ. როხის სახელობის კლინიკის სამეანო განყოფილებას. 1855 წელს გახდა პეშტის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი იდეები ასეპტიკასთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელდა უნგრეთში, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი ნაშრომი მელოგინის ცხელების მიზეზებისა და პრევენციის შესახებ (Die Ätiologie, der Begriff und die Prophylaxis des Kindbettfiebers, 1861) კრიტიკით მიიღეს (მათ შორის ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა რუდოლფ ვირხოვმა). წლების განმავლობაში ოპონენტებთან დაპირისპირებამ სემელვეისი მორალურად გატეხა. 1865 წელს ის, ავსტრიელი ექიმის ფერდინანდ ფონ ჰებრას მონაწილეობით, იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მალევე გარდაიცვალა ხელის შემთხვევითი ჭრილობის ინფექციური გართულებით.
სემელვეისის იდეები მოგვიანებით აღიარა სამედიცინო საზოგადოებამ. მისი ერთ-ერთი პირველი დამფასებელი იყო თანამედროვე ასეპტიკის ფუძემდებელი — ინგლისელი ექიმი ჯოზეფ ლისტერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იგნაც სემელვეისი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Zoltán I. Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 Who Named It?
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 8.0 8.1 Dr. Constant v. Wurzbach Semmelweiß, Ignaz // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 34. — S. 88.
- ↑ Hungarian National Namespace — 2019.