იღდირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იგდირი (ქალაქი))
ქალაქი
იღდირი
Iğdır

იგდირი ღამით
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია იღდირი
კოორდინატები 39°55′00″ ჩ. გ. 44°02′00″ ა. გ. / 39.91667° ჩ. გ. 44.03333° ა. გ. / 39.91667; 44.03333
ფართობი 1,479 კმ2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 850
მოსახლეობა 119,432 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +76000
საფოსტო ინდექსი 0476
ოფიციალური საიტი igdir.bel.tr
იღდირი — თურქეთი
იღდირი

იღდირი (თურქ. Iğdır) — ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, იღდირის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიკოსები იუწყებიან, რომ იღდირი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არსებობდა და ცნობილი იყო სომხური სახელით – ცოლაკერტი (Tsolakert). 1555 წელს იღდირი შევიდა სეფიანთა დინასტიის სპარსეთში და ასე დარჩა რუსეთ–სპარსეთის ომამდე (1826–1828). ომის შემდეგ იღდირი გადავიდა რუსეთის მფლობელობაში. რუსებმა გახსნეს სკოლები, ჩამოასახლეს 100 სომხური ოჯახი. შესაბამისად ქალაქის მოსახლეობა 1914 წელს უკვე 10,000 ადამიანს აღწევდა. იღდირი პროვინციის კულტურული და ეკონომიური ცენტი გახდა. 1917 წელს რუსეთის იმპერია დაიშალა, იღდირი კი ახლად დაარსებული სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. 1920 წლის სექტემბერში თურქულმა ჯარმა მუსტაფა ქემალ ათათურქის თაოსნობით იღდირი დაიპყრო. მალევე სომხეთი შევიდა საბჭოთა კავშირში და 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად იღდირი თურქეთს დარჩა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: