იგა შვიონტეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იგა შვიონტეკი
Swiatek RG19 (1) (48199020336).jpg
შვიონტეკი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2019 წელს
მშობლიური სახელი პოლ. Iga Świątek
ქვეყანა (სპორტი) პოლონეთის დროშა პოლონეთი
საცხოვრებელი ადგილი რაშინი, პოლონეთი
დაიბადა 31 მაისი, 2001 (2001-05-31) (20 წლის)
სიმაღლე 176 სმ.
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი პიოტრ სიეჟპუტოვსკი
ფულადი პრიზი 3 165 382 აშშ დოლარი
კარიერის ჩანაწერები 137–39
კარიერის ჩანაწერები 24–12
ბოლოს განახლდა: 25 თებერვალი, 2021.

იგა შვიონტეკი (პოლ. Iga Świątek, [ˈiɡa ˈɕfʲɔntɛk];[1] დ. 31 მაისი, 2001) — პოლონელი პროფესიონალი ჩოგბურთელი. ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) მიხედვით ის მსოფლიოში მე-15 ჩოგანია და ყველაზე მაღალი რანგის მოზარდია თავის კატეგორიის ჩოგბურთელებში. მან გაიმარჯვა საფრანგეთის ღია პირველობაზე 2020 წელს და არის პირველი პოლონელი მოთამაშე, ვინც მოიგო დიდი სლემის ერთეულთა ტიტული ისტორიაში. ის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია რაფაელ ნადალის შემდეგ, რომელმაც ტურნირში 2005 წელს გაიმარჯვა. ის ყველაზე ახაგაზრდა ქალი ჩემპიონია მონიკა სელესის შემდეგ (მან გაიმარჯვა 1992 წელს).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგა შვიონტეკი დაიბადა 2001 წლის 31 მაისს ვარშავაში დოროტა და ტომაშ შვიონტეკის ოჯახში.[1] მამამისი არის ყოფილი ნოჩბოსანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. დედამისი ორთოდონტია. მას ჰყავს და, აგატა, რომელიც დაახლოებით სამი წლით უფროსია იგაზე და ის ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიაზე სწავლობს.[2] შვიონტეკის მამას სურდა, რომ მისი ქალიშვილები კონკურენტუნარიანი სპორტსმენები გამხდარიყვნენ და ინდივიდუალურად ემუშავათ. აგატამ თავიდან ცურვა დაიწყო, მაგრამ მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ჩოგბურთზე გადავიდა. იგა დის გზას გაყვა და ისიც ჩოგბურთზე შევიდა, რადგან სურდა და დაემარცხებინა. აგატამ მონაწილეობა მიიღო ITF-ის ტურნირზე 2013 წელს მაგრამ თხუთმეტი წლის ასაკში ჩოგბურთს ტრამვის გამო თავი დაანება.[3] [4][5] შვიონტეკი თავდაპირველად ვარჯიშობდა მერა ვარშავაში, მოგვიანებით კი ლეგია ვარშავაში გადავიდა.[6][7]

ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვიონტეკის ახალგაზრდულ კარიერაში უმაღლესი რანგი მე-5 ადგილი იყო. მისი პირველი ჩემპიონატი ITF Junior Circuit იყო, სადაც დაბალი, მე-4 დონის ტუტულები მოიპოვა 13 წლის ასაკში.წლის ბოლომდე ის მე-2 დონის ღონისძიებებამდე ავიდა და ჩეხეთის ახალგაზრდულ ღუა პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. შვიონტეკის უმცროსი გრანდ სლემის დებიუტი 2016 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე გამართა სადაც მეოთხედფინალში გავიდა როგორც ერთეულთა, ასევე დუეტთა თანრიგებში. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო კანადის ახალგაზრდულ ღია პირველობაზე, სადაც ფინალურ რაუნდში ოლგა დანილოვიჩი დაამარცხა.[8][9]

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვიონტეკი 2019 წლის პრაღის ღია პირველობაზე

შვიონტეკს აქვს აგრესიული, ყველა კორტისთვის დამახასიათებელი სტილი. მისი აგრესიულობიდან გამომდინარე მოწინააღმდეგეები ძალიან ბევრ შეცდომას შუვებენ მასთან თამაშში, რაც იგასთვის სასარგებლოა.[10][11][12] მიუხედავად მისი აგრესიული სტილისა, ის ძირითადად თამაშობს მინდვრის კორტებზე და ფრთხილად აგროვებს ქულებს, სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებს. საფრანგეთის ღია პირველობაზე მან შვიდივე მატჩში დაკვირვებით, ფრთხილად და ამასთანავე გრესილად ითამაშა და ტურნირში გაიმარჯვა კიდეც.

შვიონტეკი ძალიან პოპულარული მოთამაშეა WTA ტურნირებზე. 2019 წელს ონლაინ გამოკითხვის მიხედვით მან მეორე ადგილი დაიკავა ფანების ფავორიტ ინდივიდუალურ მოთამაშეებს შორის (პირველ ადგილზე სიმონა ჰალეპი გავიდა).[13] 2020 წელს ის ფანების ფავორიტი წლის ინდივიდულაური მოთამაშე გახდა.[14][15]

სამწვრთნელო შტაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვიონტეკის მწვრთნელი ახალგაზრდულ ჩემპიონატებში თამაშიშას მიხალ კაზნოვსკი იყო, რომელთანაც იგა მუშაობდა 2016 წლის საფრანგეთის ღია პირველობამდე.[16][7] იოლანტა რუსინ-კჟპოტა იყო მისი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში 2019 წლის აშშ-ის ღია პირველობის დასრულებამდე.[17] 2016 წლიდან შვიონტეკს პიოტრ სიეჟპუტოვსკი წვრთნის.[18] სიეჟპუტოვსკის მწვრთნელობის პერიოდში იგას მთავარი კონსულტანტი ინგლისელი ყოფილი ჩოგბურთელი ნიკ ბრაუნი იყო.[19] ჩვიონტეკი ასევე მუშაობს სპორტულ ფსიქოლოგ დარია აბრამოვიჩთან.[20][21][22]

სპონსორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის დასაწყისიდან შვიონტეკის სპონსორი Asics-ის ტანსაცმლის ბრენდია. მანამდე მისი სპონსორი Nike იყო.[23] შვიონტეკი ასევე არის რედ ბულის ენერგეტიკული სასმელის სახე. ის ასევე წარმოადგენს ტოიოტას ბრენდს ლექსუსს, რომელიც სხვა პოლონელი ჩოგბურთელის, აგნიეშკა რადვანსკას სპონსორიც იყო.[24][25] 2021 წელს ხელი მოაწერა გარიგებას Tecnifibre-სთან. შვიონტეკის მამის ინფორმაციით იგამ კონტრაქტი ასევე გააფორმა როლექსთან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Iga Swiatek. ციტირების თარიღი: 14 October 2020
  2. Iga Świątek Matka Ojciec: Kim są rodzice Igi Świątek? Ojciec i matka Igi Świątek (10 October 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020
  3. Nguyen, Courtney. Insider Q&A: Iga Swiatek shines on in breakout Roland Garros run (2 June 2019). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  4. Chojecki, Michał. Tomasz Świątek, ojciec mistrzyni juniorskiego Wimbledonu: Iga sama dobrze wie, czego chce (21 July 2018). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  5. Agata Swiatek Junior Singles Activity. ციტირების თარიღი: 5 October 2020
  6. Ciastoń, Jakub. Najmłodsza, najlepsza, Iga! 14-latka z Raszyna ograła na kortach Legii starsze od siebie tenisistki (26 August 2015). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  7. 7.0 7.1 Petruczenko, Maciej. Kobiecy wdzięk i męski serwis (18 July 2018). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  8. Iga Swiatek Junior Singles Activity. ციტირების თარიღი: 4 October 2020
  9. Iga Swiatek Junior Doubles Activity. ციტირების თარიღი: 4 October 2020
  10. Chiesa, Victoria. Next Up: Opportunity knocks for Iga Swiatek at 2020 US Open (19 August 2020). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  11. Abid, Musab. Australian Open 2020: Poland's Iga Swiatek shows off her full potential as she goes down swinging to Anett Kontaveit (27 January 2020). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  12. Kane, David. (8 August 2019) 'I handled the pressure' - Polish teen Swiatek learns from Halep loss to seal Wozniacki in Toronto. ციტირების თარიღი: 8 August 2019
  13. Kane, David. Halep scores third straight WTA Fan Favorite win, teen phenom Swiatek a strong second. ციტირების თარიღი: 2 January 2020
  14. Kane, David. Swiatek sweeps 2020 WTA Fan Favorite. ციტირების თარიღი: 8 December 2020
  15. Fan Favorite Singles Player of the Year (12 December 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 16 December 2020
  16. Łuczak, Maciej. Iga Świątek: nie będę drugą Agnieszką Radwańską (23 August 2016). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  17. Krogulec, Michał. (8 September 2019) "To Były Wspaniałe Lata". Iga Swiątek Kończy Współpracę. ციტირების თარიღი: 5 October 2020
  18. Swiatek bored by practise but 'a beast' on court, says coach (4 October 2020). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  19. Gębicz, Bartosz. Piotr Sierzputowski: Mam Swój Pomysł Na Igę Swiątek (1 June 2019). ციტირების თარიღი: 7 October 2020
  20. Rossingh, Danielle. Focused Swiatek is up for Halep challenge (3 October 2020). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  21. Nguyen, Courtney. How Swiatek's sports psychologist honed her mental game (5 October 2020). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  22. Futterman, Matthew (7 February 2021). „The Brain Within the Brain of a Rising Tennis Queen“. The New York Times.
  23. Two more breakups with Nike: Caroline Garcia, Iga Swiatek join the Asics team (5 January 2020). ციტირების თარიღი: 5 October 2020
  24. Iga Świątek en. ციტირების თარიღი: 10 October 2020
  25. Iga Świątek – jakie auto ma polska tenisistka? Nie może nim jeszcze sama jeździć (10 October 2020). ციტირების თარიღი: 11 October 2020