შინაარსზე გადასვლა

იბნ ქემალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბნ ქემალი
ოსმ. کمال پاشازاده
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1469(1469-05-15)[1]
დაბ. ადგილი ედირნე
გარდ. თარიღი 16 აპრილი, 1534(1534-04-16)[1] [2] [3] [4] (64 წლის)
გარდ. ადგილი სტამბოლი[4]
დასაფლავებულია Edirnekapı, Istanbul
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია[4]
საქმიანობა ისტორიკოსი[5] , პოეტი, მწერალი[4] , muhaddith[6] , თეოლოგი[5] , იურისტი[5] და ყადი[6]

იბნ ქემალი, შამსუდდინ აჰმედ ბენ სულეიმანი (დ. 1468 — გ. 1534) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. დაწინაურდა სულთნების ბაიზიდ II-ისა და სულეიმან კანუნის დროს. იყო ღრმად განსწავლული ისლამმცოდნეობაში, პოეზიაში, ისტორიაში. სულთან ბაიაზიდ II-ის ბრძანებით დაწერა ოსმალო სულთნების ისტორია („Tevarih-I Al-I Osman“), სულ რვა წიგნი. შემდეგში მან მეცხრე და მეათე წიგნებიც შეადგინა, სადაც გადმოსცა სელიმ I-ისა და სულეიმან I-ის საქმიანობა. მეშვიდე დავთარში აღწერილია ბაიაზიდ II-ის მოღვაწეობა. მასში ავტორი დაწვრილებით განიხილავს ოსმალთა დაპყრობით ომებს, მოჰყავს მთელი რიგი ცნობები საქართველოში ოსმალთა ლაშქრობების შესახებ. საგანგებოდ აღწერს საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიებს, განსაკუთრებით ტრაპიზონის მომიჯნავე ადგილებს, აღნიშნავს საქართველოს საზღვრების სიახლოვეს და სხვ.

  • შენგელია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 193.
  • შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. ↑ SNAC — 2010.
  3. ↑ Encyclopædia Britannica
  4. 1 2 3 4 https://islamansiklopedisi.org.tr/kemalpasazade
  5. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #123063523 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. 1 2 الزركلي خ. ا. الأعلام: قاموس تراجم لأشهر الرجال والنساء من العرب والمستعربين والمستشرقين — 15 — بيروت: دار العلم للملايين, 2002. — ტ. 1. — გვ. 133.