შინაარსზე გადასვლა

იბნ ბაჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბნ ბაჯა
დაბ. თარიღი 1095[1]
დაბ. ადგილი Sarakusta, Taifa of Zaragoza[2] ან სარაგოსა[2]
გარდ. თარიღი 1139[1] [3] [4]
გარდ. ადგილი ფესი, ალმორავიდები[1] [5]
დასაფლავებულია ფესი
მოქალაქეობა Taifa of Zaragoza
საქმიანობა ფილოსოფოსი[1] , მათემატიკოსი, ასტრონომი, მწერალი, ექიმი, ბოტანიკოსი, პოეტი, ფიზიკოსი[2] , მუსიკოსი[2] და პოლიტიკოსი[2]
გავლენა მოახდინეს

იბნ ბაჯა აბუ ბაქრ მუჰამად[7] (არაბ. ابن باجة; დ. 1095, სარაგოსა — გ. 1138, ფესი, მაროკო) — არაბი პოლიმათი, რომელსაც ჰქონდა შრომები ასტრონომიაში, ფილოსოფიაში, პოეზიასა და მუსიკაში. ასევე ცნობილი ლათინიზირებული ფორმით ავენპასე/ავემპასე (ლათ. Avenpace/Avempace).

სარაგოსას ალმორავიდმა ნაცვალმა, მეფე ალის სიძემ, აბუ ბაქრ იბნ იბრაჰიმმა, იბნ ბაჯაჰი თავის პირველ მინისტრად დანიშნა. თავისუფლად მოაზროვნე ფილოსოფოსისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ ნაცვალის მეომრები აღაშფოთა, რის გამოც უმეტესობამ იგი მიატოვა. 1119 წელს იბნ ბაჯაჰი დიდი ხნით სევილიაში დასახლდა, ​​შემდეგ გრანადაში გაემგზავრა, იქიდან კი ფესში, სადაც ალმორავიდების კარის კეთილგანწყობით სარგებლობდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, იბნ ბაჯა 1138 წელს მისი კოლეგა ექიმების მიერ იქნა მოწამლული, რომლებსაც მისი დიდების შურდათ.

იბნ ბაჯაჰის კომენტარების წყალობით, არისტოტელეს ფილოსოფიამ ანდალუსიაში დამკვიდრება მოიპოვა: მისი კომენტარები ისეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნაშრომებზე იყო ორიენტირებული, როგორიცაა „ფიზიკა“, „თაობისა და გახრწნილების შესახებ“ და „მეტეოროლოგია“. ალ-ღაზალის მისტიკური იდეების მოწინააღმდეგე იბნ ბაჯა ასწავლიდა, რომ სპეკულაციური აზროვნება სრულყოფილებამდე მიგვიყვანს; ალ-ფარაბის იდეების კვალდაკვალ, მან შეიმუშავა დოქტრინა ადამიანის გონების უნივერსალურ გონებასთან შესაძლო იდენტიფიკაციის შესახებ. იბნ ბაჯას სწავლამ, ისევე როგორც მისმა ცხოვრებამ, იმის გამო რომ არ მისდევდა ისლამის მიერ დადგენილ წეს-ჩვეულებებს, განიცდიდა შემოტევებს მუსლიმი ღვთისმეტყველების მხრიდან.

იბნ ბაჯჯას სამეცნიერო ინტერესების სპექტრი ფართო იყო: წმინდა ფილოსოფიური საკითხების გარდა, იგი იკვლევდა ბუნებისმეტყველებას, ასტრონომიას, მათემატიკას, მედიცინასა და მუსიკას, ასევე პოეტურ ექსპერიმენტებს. იბნ ბაჯჯას ნაშრომების დიდი უმრავლესობა არ შემორჩენილა, ხოლო შემორჩენილი ნაშრომები (ხშირად მიმოფანტული ფრაგმენტებით) ძირითადად ებრაული და ლათინური თარგმანებით არის ცნობილი. მათი დროის ყველაზე ცნობილი ტრაქტატები იყო ლოგიკური ტრაქტატები, ნაშრომი „სულის შესახებ“ (იბნ ტუფაილის მიხედვით, იგი ავტორმა ვერ დაასრულა), ე. წ. „ტრაქტატი ადამიანის შეერთების შესახებ აქტიურ გონებასთან“, „გამოსამშვიდობებელი ეპისტოლე“ და „განდეგილის ცხოვრების გზა“ (ან „მარტოსულის ცხოვრების გზაზე“, «Tadbîr al-mutawahhid»; არაბ. تدبير المتوحد).

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს იბნ ბაჯა.

  1. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #118859803 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 3 4 5 Národní autority České republiky
  3. NUKAT — 2002.
  4. Clemente E. F. Gran Enciclopedia Aragonesa — 1977.
  5. Stanford Encyclopedia of PhilosophyStanford University, Center for the Study of Language & Information, 1995. — ISSN 1095-5054
  6. Corbin H. Histoire de la philosophie islamique — 1964. — P. 233.
  7. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - თბ. : ფანტაზია, 2006