შინაარსზე გადასვლა

იბერო-ამერიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იბეროამერიკა)

იბერო-ამერიკა მოიცავს ამერიკის იმ ქვეყნებს, რომლებიც ესპანეთისა და პორტუგალიის ყოფილი კოლონიები არიან. ესპანეთი და პორტუგალია თავის მხრივ მონაწილეობას იღებენ იბერო-ამერიკულ სამიტში და გაწევრიანებული არიან იბერო-ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის წევრები ასევე არიან ეკვატორული გვინეა,[1][2] მაგრამ არ არიან აფრიკის სხვა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოები.

პრეფიქსი იბერო აღნიშნავს იბერიის ნახევარკუნძულს ევროპაში, რომელიც მოიცავს ესპანეთს, პორტუგალიას, ანდორასა და გიბრალტარს. იბერო-ამერიკა აერთიანებს ესპანურენოვან ქვეყნებს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე პორტუგალიურენოვან ბრაზილიას. გამონაკლისებია ფრანგულენოვანი ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტებიმარტინიკა და გვადელუპა, ასევე საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანებებისენ-მარტენი და სენ-ბარტელმი, რომლებიც იბერო-ამერიკას ლათინური ამერიკისგან განასხვავებს.

1991 წლიდან, იბერო-ამერიკული ქვეყნები მართავენ იბერო-ამერიკულ სამიტს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ამ სახელმწიფოთა მეთაურები; მათ შორის არიან ესპანეთის, პორტგუალიისა და ანდორის მეთაურები.[3][4]

ქვეყნები და მოსახლეობა ევროპასა და ამერიკაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ესპანურენოვანი : ( 412 325 000 მოლაპარაკე)
არგენტინის დროშა არგენტინა 38 747 000
ბოლივიის დროშა ბოლივია 9 182 000
ჩილეს დროშა ჩილე 16 928 000
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 45 600 000
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა 4 401 000
კუბის დროშა კუბა 11 269 000
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა 10 090 000
ეკვადორის დროშა ეკვადორი 13 228 000
სალვადორის დროშა სალვადორი 6 881 000
გვატემალის დროშა გვატემალა 12 599 000
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 7 205 000
მექსიკის დროშა მექსიკა 115 296 000
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა 5 487 000
პანამის დროშა პანამა 3 232 000
პარაგვაის დროშა პარაგვაი 6 158 000
პერუს დროშა პერუ 27 968 000
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო 3 726 000
ესპანეთის დროშა ესპანეთი 44 116 000
ურუგვაის დროშა ურუგვაი 3 463 000
ვენესუელის დროშა ვენესუელა 26 749 000
  • პორტუგალიურენოვანი : (211 520 003 მოლაპარაკე)
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 201 032 714
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 10 487 289

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Presentación, Acerca de la OEI, Organización de Estados Iberoamericanos para la Educación, la Ciencia y la Cultura. Accessed on line October 22, 2007.
  2. Países დაარქივებული 2007-11-12 საიტზე Wayback Machine. , Cumbres Iberoamericanas de Jefes de Estado y de Gobierno. Accessed on line October 22, 2007.
  3. Ibero-American Summit დაარქივებული 2007-12-06 საიტზე Wayback Machine. , Foreign Office, Republic of Brazil. Accessed on line October 22, 2007.
  4. pp. 312–313, Spain: Democracy Regained, Ergasto Ramón Arango, Spain: Westview Press. ISBN 0-8133-2915-9.