შინაარსზე გადასვლა

იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანო. გამოდის 1946 წლიდან. გამოცემული 21 ტომი (1979). იბეჭდება წერილები თანამედროვე ზოგად ენათმეცნიერების ქართველური (ქართული, ზანური, სვანური) და მთის იბერიულ-კავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) ენების ფონეტიკის, გრამატიკის, სტრუქტურის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხებზე. ქვეყნდება როგორც აღწერით, ისე ისტორიულ-შედარებითი ხასიათის გამოკვლევები.