იბერიის სამეფო მირიანიდან ვახტანგამდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იბერიის სამეფო მირიანიდან ვახტანგამდე გამოირჩევა თავისი დატვირთულობით როგორც პოლიტიკურ ისე სასულიერო კუთხით. ეს ის პერიოდია, როდესაც იბერიის სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა ცხადდება და ახლად შექმნილ მთავარეპისკოპოსის ტიტულს ცვლის კათალიკოსი. მეცნიერთა შორის არსებობს დავა "ქართლის ცხოვრებასა" და "მოქცევაჲ ქართლისაჲ"ს შორის აღმოჩენილ „ისტორიულ უთანხმოებაზე“.

ვიკიციტატა
„მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფენი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩჳდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხუანი შემშლელნი წესისანი[1].“

ქართული საისტორიო წყაროებით — „ქართლის ცხოვრებითაც“ და „მოქცევაჲ ქართლისაჲთაც“, მირიანიდან — ვახტანგ გორგასალამდე რვა სამეფო თაობა იყო, ხოლო მეფეები ათი.

მირიან მეფე (306-332)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 326 წელს მირიანი მეფის მართველობის დროს ქრისტიანობა იბერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო სასულიერო ლიდერად ანტიოქიიდან მოვლენილი მთავარეპისკოპოსი იოანე დაინიშნა.

ვიკიციტატა
„მირიანი სტოებს სამ შვილსა: ბაქარს, რევს, რომელიც ირთავს სომხეთის მეფის ტირდატის ქალს სალომეს, მკვიდრობს უჯარმოს და იქიდამ განაგებს კახეთს და კუხეთს, და ასულს, რომელიც შეუღლდება სპარსეთის მეფის შთამომავალს, რანისა და მოვაკნეთის ერისთავს ფეროზსა.[2]
ვიკიციტატა
„და ივლტოდეს ორნი-ვე იგი მეფენი მცირედითა მჴედრითა, და მიუდგა უკანა კოსტანტინე, და შევიდა საზღვართა მათთა. და სპარსთა მეფე შევიდა სპარსეთად მეოტი, ხოლო მირიან დადგა ქართლად და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. უღონო იქმნა მირიან და შეეშინა სრულიად ოტებასა ქართლით, რამეთუ აწყუედილ იყვნეს წყობასა მას შინა ყოველნი წარჩინებულნი მისნი, სპარსნი და ქართველნი. და ამისთჳს-ცა წარგზავნა მოციქული წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა მისგან მშჳდობა, და აღუთქუა მას მსახურება და განდგომა სპარსთაგან და შემოდგომა მისდა. რომელი-ესე სთნდა კოსტანტინეს, რამეთუ შიში აქუნდა კუალად-ცა სპარსთა მეფისაგან და შემწეობისათჳს დაეზავა მირიანს. და აღიყვანა შვილი მირიანისი მძევლად, რომელსა ერქუა ბაქარ, და დაამოშურნა თრდატ და მირიან, და ამზახნა ურთიერთას. რამეთუ მოსცა თრდატ ასული თჳსი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ.[3]

იქიდან გამომდინარე რომ მირიან მეფეს დარჩა მხოლოდ ერთი ძე - რევი, მან ის კახეთისა და კუხეთის ერისთავად დანიშნა და დასვა უჯარმაში. ეს გაკეთდა იმ მიზნით რომ ქრისტიან მეფეს გაზრდოდა, გამოცდილი მომავალი დარჩენილი ტახტის მემკვიდრე, რადგანაც მეორე ძე გაურკვეველი ვადით წაყვანილი იყო მძევლად. შესაბამისად რევი და მისი შთამომავლობა იზრდებოდა იმ იდეით რომ ისინი გახდებოდნენ სამეფო ტახტის გამგრძელებელნი.

ვიკიციტატა
„და მეფობდა მირიან მუნ ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს. და აქუნდა ეგრისი-ცა ვიდრე ეგრის წყლამდე; და მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას, რევ და ცოლი მისი სალომე, ასული თრდატისი, და ცხოვნდებოდეს იგინი უჯარმას. ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისსა, აქუნდა ქუეყანა, რომელი ზემო თავსა ვაჴსენეთ მიცემულად მირიანისგან, და იყო იგი მუნ ერის-თავად.[3]

ქართლის მოქცევაში მირიან მეფის შთამომავლობიდან ნახსენებია მხოლოდ და მხოლოდ რევი:

ვიკიციტატა
„მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისაჲ, რომელსა ერქუა რევ, ძჱ მეფისაჲ. და იყო ძჱ რევისი სნეულ და მიწევნულ სიკუდიდ.“
ვიკიციტატა
„ანდერძი მირეან მეფისაჲ ძისა თჳსისა მიმართ რევისა და ცოლისა თჳსისა ნანაჲსა[4]

I მთავარეპისკოპოსი იოანე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია რომ იბერიის გაქრისტიანებიდან პირველი სასულიერო იერარქი მთავარეპისკოპოსი იოანე იყო.

ვიკიციტატა
„და ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი მირიან მეფისანი კოსტანტინე ბერძენთა მეფესა წინაშე, და მიუთხრეს ყოველი, რა-ცა იქმნა. მაშინ აღივსო სიხარულითა მეფე და დედა მისი ელენე დედოფალი: პირველად ამისთჳს, რამეთუ მადლი ღმრთისა მიეფინებოდა ყოველთა ადგილთა და ჴელსა ქუეშე მათსა ნათელს-იღებდა ყოველი ქართლი. შემდგომად ამისთჳს განმხიარულდეს, რამეთუ დაიდასტურეს მირიან მეფისაგან სრულიად მოწყუედა სპარსთა და მტკიცედ მიღება სიყუარულისა მათისა. და ადიდებდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა. და წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, და მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი. და მოუწერა მირიანს კოსტანტინე მეფემან წიგნი ლოცვისა და კურთხევისა ღმრთისა მადლობისა. და წარმოსცა ჯუარი და ხატი მაცხოვრისა, და მის თანა ნიჭი დიდი. და ელენე დედოფალმან მოუწერა წიგნი ქებისა და ნუგეშინის-ცემისა. - ქართლის ცხოვრება
ვიკიციტატა
„და ვითარცა აღაშენეს ეკლესიაჲ, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოჲსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღდელთა. ხოლო იგინი მწრაფლ მიიწინეს. და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისაჲ და ხატი მაცხოვრისაჲ და ძელი ცხორებისაჲ ნინოჲსთჳს. - ქართლის მოქცევა

იქიდან გამომდინარე რომ მირიან მეფე მართავდა ამიერ კავკასიას კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, შესაბამისად მისი მოღვაწეობის პერიოდში ნაკურთხი მთავარეპისკოპოსის საეკლესიო იურისდიქცია ვრცელდებოდა მთელ ამ საზღვრებში. როგორც ქართლის ცხოვრება იუწყება წმინდა ნინოს სურდა გადასულიყო ბარდავში და იქ ექადაგა მაგრამ სენი შეეყარა და მალევე გარდაიცვალა და დაასაბლავეს ბოდბეშიო. ბარდავი(რანი) და მოვაკნეთი იმ ხანად მირიანს ნაბოძები ჰქონდა მისი ქალიშვილის სიძისათვის-ფეროზისათვის საერისთავოდ.

ვიკიციტატა
„და მეფობდა მირიან მუნ ქართლს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს. და აქუნდა ეგრისი-ცა ვიდრე ეგრის წყლამდე; და მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას, რევ და ცოლი მისი სალომე, ასული თრდატისი, და ცხოვნდებოდეს იგინი უჯარმას. ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისსა, აქუნდა ქუეყანა, რომელი ზემო თავსა ვაჴსენეთ მიცემულად მირიანისგან, და იყო იგი მუნ ერის-თავად.[5]

ბაქარი და ბაკური მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული მატიანეთა გადმოცემით იბერიის სამეფო ტახტი მირიანის შთამომავლობიდან ძეებს უნდა დაემკვიდრათ და იქიდან გამომდინარე რომ ძეებიდან ქართლში მარტო რევი იყო შესაბამისად თუ ბაქარი არ დაბრუნდებოდა ტახტზე რევი უნდა ასულიყო. მაგრამ ისტორია შებრუნდა და ბაქარი დააბრუნეს მძევლობიდან დიდი პატივით ხოლო რევი კი მიიცვლება ჯერ კიდევ მირიანის სიცოცხლეში. რევს კი რჩება ორი ძე ბაკური და თრდატი. სწორედ რევის გარდაცვალების შემდეგ იწყება ქიშპობა იბერიის ტახტის მემკვიდრეობაზე მირიანის ძის ბაქარისა და რევის ძე ბაკურს შორის. საბოლოოდ ბაქარის შთამომავლობას ბაქარიანებად, რევის შთამომავლობას რევიანებად, ხოლო მათი დის შთამომავლობას ფეროზიანელებად მოიხსენებენ.

ვიკიციტატა
„მაშინ კეისარსა კოსტანტინეს რომელ ჰყვა მძევალი, ძე მირიანისი, რომელსა ერქუა ბაქარ, გამოგზავნა იგი მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა, და მოუწერა ესრეთ: „მე, კოსტანტინე მეფე, თჳთ-მპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენული და მერმე გამოჴსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერე შენდა ღმრთივ-განბრძნობილისა და ჩემთანა-ვე ახალ-ნერგისა, მორწმუნისა მეფისა მირიანისსა. იყავნ შენ თანა მშჳდობა და სიხარული! ვინათგან იცან შენ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიჴმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუა-მდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩუენდა წინა-მძღურად, გულითა მოსავთა მისთა, და შუა-მდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივ. და შვილი შენი შენდა-ვე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე; და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშჳდობისა იყავნ შენ თანა მარადის; განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა“.

მოვიდა ბაქარ, ძე მეფისა მირიანისი, და მოციქული კოსტანტინე მეფისა მცხეთას. აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და მადლობდეს ღმერთსა, ნიჭთა სრულთა მომცემელსა. მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესია საეპისკოპოსო და აღასრულა სატფურება მისი მრავლითა დიდებითა. და მოქცევითგან მირიან მეფისათ მეოცდახუთესა წელსა მოკუდა ძე მისი რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომლისადა-ვე მიეცა მეფობა სიცოცხლესა-ვე მისსა. და დაფლეს აკლდამასა-ვე, რომელი თჳთ მას-ვე რევს აღეშენა. და მას-ვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელი-ცა აღესრულა...

ხოლო ძესა თჳსსა რქუა: „შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათლად და სიკუდილი ცხოვრებად. შენდა მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა. ღმერთმან დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან დაგამტკიცენ შენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა. “.“

მატიანეთა ცთომილება თუ ორმეფობა?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის ცხოვრებაში ისევე როგორც ქართლის მოქცევაში კონკრეტულ ამ პერიოდში ვხვდებით განსხვავებას ისორიებში. "ქართლის ცხოვრება" იუწყება რომ მირიანის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მეფე ბაქარი ხოლო მეორე წყარო ქართლის მოქცევა კი იძახის რომ გამეფდა სახელად ბაკურიო. როგორც მატიანეები იუწყებიან ბაქარი მირიანის ძე ხოლო მეორე ბაკური კი მირიანის ძის(რევის) წული იყო. სახეზე გვაქვს ორმეფობა, რომელიც მსგავსად ქარძამი და ბრატმანიდან მოყოლებული ხუთი თაობა გრძელდებოდა და რომელსაც ორივე მატიანე აღიარებს როგორც ორმეფობას. აღნიშნულ შემთხვევაში ვიცით რომ მცხეთის გარდა არსებობდა უჯარმა სადაც იყო რევიანთა შთამომავლობა დასახლებული. ხოლო ბაქარის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რევიანებს მოუწიათ მცხეთის ტახტის დათმობა და თავიანთი ისტორიის(ქართლის მოქცევა) აღწერა უჯარმაში მცხეთის ისტორიისაგან(ქართლის ცხოვრება) დამოუკიდებლად. რევიანების შთამომავლობის მიერ გამოწვეული პრეტენზია მცხეთის ტახტისათვის ნახსენებია ქართლის ცხოვრებაში რომელიც ხელწერილით დასრულდა.

ვიკიციტატა
„და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაქარ, და იყო მორწმუნე, ვითარცა მამა მისი. და ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა. და შთავარდა შორის მისსა და სომეხთა მტერობა. რამეთუ სომეხნი ბაქარის ძმის-წულის, რევის ძისა, თრდატ სომეხთა მეფის ასულის-წულის მეფობასა ლამოდეს ქართლსა. ხოლო ესე ბაქარ ეზრახა სპარსთა მეფესა, მამის ძმის-წულსა მისსა, დაემოყურა და გაუცვალა ქუეყანა დისიძესა მისსა ფეროზს. რომელსა აქუნდა რანი ბარდავამდის მიცემულად მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშჳლდითგან მიღმართ ქუეყანანი ვიდრე თავადმდე აბოცისა. მაშინ-ღა ნათელ-იღო ფეროზ და ერმან მისმან. და მოირთეს ძალი ხუასროთაგან და ეწყუნეს სომეხთა ჯავახეთს: სძლეს და აოტნეს სომეხნი.

მაშინ მეფემან ბაქარ, შუა-მდგომელობითა ბერძენთა მეფისა და სპარსთა მეფისათა, დაწერა ჴელით-წერილი ძმის-წულთა მისთა და დედისა მათისა სალომესგან ესრეთ, ვითარმედ: „ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა. მისი იყოს მეფობა, და არა-ოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“.

მაშინ-ღა მოიყვანნა ძმის-წულნი მისნი და მისცა კუხეთი, და დასხნა რუსთავს ერის-თავად. ამან ბაქარ ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად. ამან აღაშენა ეკლესია წილკნისა. მოკუდა და დაეფლა ძმასა-ვე თჳსსა თანა.“

შესაბამისად ბაქარანები გამოცხადდნენ ტახტის მემკვიდრეებად ხოლო დამარცხებულმა მხარემ(რევიანებმა) მართალია დათმეს მცხეთის სამეფო ტახტზე პრეტენზია მაგრამ ბაქარიანები ისევე როგორც სახელი "ბაქარი" საბოლოოდ ამოიძირკვება უჯარმული მატეანე - ქართლის ცხოვრებიდან. რევიანების შტო მცხეთის ტახტზე შეძლებენ ასვლას მხოლოდ მაშინ როდესაც ბაქარიანი მეფე "ვარაზ-ბაქარი" (რევიანთათვის კი ვარაზ-ბაკური) მოიყვანს თრდატის ქალიშვილს.

II მთავარეპისკოპოსი იაკობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის ცხოვრების თანახმად იოანე მთავარეპისკოპოსი მიიცვლება და მის ადგილს იაკობ მთავარეპისკოპოსი იკავებს. მისი სასულიერო იურისდიქცია კვლავ ორზღვაშუა ტერიტორიაა.

ვიკიციტატა
„და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძჱ რევისი. და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნით-ვე მოსრული, მთავარეპისკოპოსად. და ოცდამესამესაწელსა აღმართებითგან პატიოსნისა ჯუარისა შეუქმნა კუბაჲ რევ და შეიქმნა საფლავი ქუემოსა ეკლესიასა.[6]

მირდატ და თრდატ მეფეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის ცხოვრების მიხედვით მცხეთის ტახტს ბაქარის სიკვდილის შემდეგ იკავებს მისი ძე მირდატი.

ვიკიციტატა
„და დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა. და მან აღაშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა, რამეთუ ჴევსა კლარჯეთისასა არა იყო ეკლესია, და მუნ შინა დაადგინნა მღდელნი მოძღურად კლარჯთა. და მატა შემკობა და შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა... მაშინ ამან მეფემან მირდატ მისვე სუეტისაგან შექმნა ჯუარი ზომიერი და რომელი დარჩა სუეტისა მისგან ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვითკირითა, და აღამაღლა ქვითკირი პირველ სუეტისა ოდნად; და თავსა მის სუეტისასა აღმართა ჯუარი იგი, ძელი განმაცხოველებელი. და ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი უშფოთველად აღასრულნა სარწმუნოებასა შინა დიდსა. და მის-ზე მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი. და მოკუდა მირდატ მეფე.“

ხოლო ქართლის მოქცევა კი ისევ მხოლოდ რევიანთა შთამომავლებზე წერს, რომლებიც უჯარმაში იჯდნენ კახეთი/კუხეთის ერისთავებად.

ვიკიციტატა
„და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განეშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა. და მოკუდა და დაეფლა ქუემოსა ეკლესიასა.და დაჯდა მეფედ ძმაჲ მისი თრდატ. და მთავარებისკოპოსი იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ. და მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზე-ვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით.“

მირდატი ეს მირიანის ძის ბაქარის შვილია ხოლო თრდატი კი მირიანის ძე რევის შვილი.

III მთავარეპისკოპოსი იობი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემოდხსენებული ტექსტი მეტყველებს რომ მთავარეპისკოპოს იაკობის გარდაცვალების შემდეგ მის მაგივრად მთავარეპისკოპოსი იობი ინიშნება. მისი იურისდიქცია ისევ ორზღვაშუაა.

ვარაზ-ბაქარი/ვარაზ-ბაკური მეფე (379-393)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართლის ცხოვრების მიხედვით მცხეთის ტახტს მირდატ მეფის სიკვდილის შემდეგ იკავებს მისი ძე ვარაზ-ბაქარი.
ვიკიციტატა
„და დაჯდა მეფედ ძე მისი ვარაზ-ბაქარ. და შეირთნა ორნი ცოლნი: ერთი - ასული თრდატისი, რევის ძისა, მირიანის ძის-წულისა; და ერთი - ძის-წული ფეროზისი, მირიანის ასულის-წულისა.“

ვარაზ-ბაქარი ადის რა მამამისის ტახტზე ცოლად ირთავს ჯერ რევის ძის თრდატის ასულს ხოლო შემდგომ მირიანის ქალიშვილისა და ფეროზის შვილიშვილს. ამით მან გააერთიანა მომდურებული ოჯახები და გახადა ისინი ბაქარიანები ანუ რევიანებს და ფეროზიანებს მიეცათ საშუალება ისე ასულიყვნენ მცხეტის ტახტზე რომ არ დარღვეულიყო თავის დროზე დადებული ფიცი ბაქარიანთა მიერ მცხეთის ტახტის შთამომავლობით პყრობასთან დაკავშირებით. ქართლის მოქცევის მიხედვით კი წერია რომ ტახტზე ადის ვარაზ-ბაკური და არა ვარაზ-ბაქარი, რადგანაც მიუხედავად იმისა რომ ეს ერთი და იგივე პიროვნება იყო მის სახელს ბაქარს აღნიშნულ წყაროში მაინც ბაკურად მოიხსენებენ. აღნიშნულ ტექსტში არსად ჩანს რომ თრდატი მოკვდა, განსხვავებით წინა შემთხვევებისა, როცა ერტი კვდებოდა და მეორე იკავებდა მის ადგილს. სრულიად შესაძლებელია რომ ვარაზ-ბაქარმა მოიყვანა რა ცოლად თრდატის ქალიშვილი, მან დაუთმო კახეთი/კუხეთის "ტახტიც" და ცნო მისი მეუფება. ამის გამო დარჩა ორივე წყაროში ვარაზ-ბაქარი.

ვიკიციტატა
„და შემდგომად მისა დადგა ვარაზ-ბაკურ მეფედ. და მისა ზე-ვე სპარსთა მეფისა მარზაპანნი შემოვიდეს სივნიეთა და იგი ჴიდარდ უკუ-ჯდა. და მთავარებისკოპოსი იყო იგი-ვე იობ. და მაშინ მოვიდა ქრამ ხუარ-ბორზარდ, სპარსთა მეფისა პიტიახში, ტფილისად ქალაქად, ციხედ. და ქართლი მისსა ხარკსა შედგა, და სომხითი და სივნიეთი და გუასპურაგანი... და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო ელია. და ამან აღაშენა ეკლესიაჲ ბოლნისს.“
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ არაფერს იძახის ვარაზ-ბაქარის გარდაცვალების თაობაზე და პირდაპირ გადადის რომ "შემდგომად მეფობდა თრდატის ძე ბაკურიო". ეს სრულიად გასაგებიცაა თუ ვარაზ ბაქარი მირიანის მეორე შტოს - ფეროზის შვილიშვილს მოიყვანდა ცოლად მაშინ ავტომატურად ის ვეღარ დარჩებოდა კახეთ/კუხეთის საერისთაოს მმართველიც, თუმცაღა დარჩებოდა როგორც მეფე მცხეთაში.

ვარაზ-ბაქარს რევიანი ცოლისაგან შეეძინა ორი ძე თრდატი და მირდატი, ხოლო ფეროზიანი ცოლისაგან - ფარსმანი.

ვიკიციტატა
„და უშვნა რევის ძის-წულმან ორნი ძენი, რომელთა სახელები ერქუა მირდატ და თრდატ; ერთი უშვა ფეროზის ძის-წულმან, რომელსა ერქუა ფარსმან... მან-ვე ერის-თავმან სპარსთამან წარიყვანნა ტყუედ შვილნი ფეროზისნი, ასულის-წულნი მირიანისნი, მორწმუნისა მეფისანი, და ქუეყანა მათი საზღვარი ქართლისა მოსცა ვარაზ-ბაქარს-ვე. და მოკუდა ვარაზ-ბაქარ, და დარჩეს ძენი მისნი სამნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.[3]

ვარაზ-ბაქარის დროს ისევ რიგით მესამე მთავარეპისკოპოსი მართავდა ეკლესიას. პოლიტიკური ვითარების გამო ვარაზ-ბაქარი კარგავს რანს და მოვაკანს და კლარჯეთს და რჩება ქართლი, ჰერეთი და ეგრისწყალი.

ვიკიციტატა
„და ამისა შემდგომად განდგეს კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღჳთგან არსიანთამდე. და დარჩა ვარაზ-ბაქარს ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა, და ჰერეთი და ეგრისი.“
ვიკიციტატა
„შემდგომად მოკვდა ქრისტეს აქეთ 393, ქართულსა 195 წელსა.[7]

თრდატ მეფე (393-405) და ბაკური მეფე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართლის ცხოვრების მიხედვით, ვარაზ-ბაქარი კვდება და ბაქარიანთა მცხეთის ტახტი სრულწლოვანი მემკვიდრის გარეშე რჩება. ფეროზის შვილები სპარსეთში მძევლად არიან წაყვანილნი, რევიანთაგან ბაკური გარდაცვლილია, ცოცხალია მხოლოდ მოხუცებული თრდატი, რომლის მცხეთის ტახტზე დასმა ადრე სომხებს სურდათ, რის გამოც მოხდა უთანხმოება რევიანთა და ბაქარიანთა დინასტიებს შორის. ის რომ მცხეთის ტახტზე სამეფო პრეტენდენტის პრობლემა გაჩნდა ამას ქართლის ცხოვრებაც ხაზგასმით აღნიშნავს.
ვიკიციტატა
მაშინ წარჩინებულთა ქართლისათა ზრახვა ყვეს და დასუეს მეფედ სიმამრი ვარაზ-ბაქარისი, ძე რევისი, ძის-წული მირიანისი, კაცი მოხუცებული, სახელით თრდატ, და მისცნეს შვილნი ვარაზ-ბაქარისნი საზრდოდ, ასულის-წულნი მისნი. ხოლო მესამესა შვილსა, მეორისა ცოლისასა, ზრდიდა ერის-თავი სამშჳლდისა, რომელსა ერქუა სახელი ფარსმან.[3]
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ კი გვეუბნება რომ ვარაზ-ბაქარის მაგივრად დასვეს თრდატის ძე. სავარაუდოდ მოერე ცოლის - ფეროზის შვილიშვილის შერთვის გამო ჩამოიცილეს რევიანელებმა უჯარმიდან.
ვიკიციტატა
„და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძჱ თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო ელია. და ამან აღაშენა ეკლესიაჲ ბოლნის[ს] . და იმიერ განვიდა და განაახლნა არმაზნი სპარსთა შიშისათჳს.“

გამოდის ვარაზ ბაქარისაგან განსხვავებით მცხეთაში ზის მოხუცებული თრდატი ხოლო უჯარმაში მისი ძე ბაკური.

ვიკიციტატა
„შემდგომად ამისა გარდაიცვალა წელსა 405, ქართულსა 157.[8]

IV მთავარეპისკოპოსი ელია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის ცხოვრება იუწყება რომ მთავარეპისკოპოსი იობის გარდაცვალების მერე აირჩიეს მთავარეპისკოპოსი ელია.

ვიკიციტატა
„და ამის-ზე მოკუდა ეპისკოპოსი იაკობ, და დასუა მის წილ ელია.[9]

მთავარეპისკოპოსი ელიას მოღვაწეობის პერიოდია - კურთხევა(თრდატ მეფის დროს) (393-405) წლებში, ხოლო გარდაცვალება(ფარსმან მეფის დროს) (405-408) წლებში.

ფარსმანი (ბაქარიანი)(405-408) და ფარსმანი (რევიანი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„და დაჯდა მეფედ ძე ვარაზ-ბაქარისი, ძის-წულის წული ფეროზისი, სახელით ფარსმან. რამეთუ იგი უხუცესი იყო ძმათა მისთა. და მოკუდა ელია ეპისკოპოსი, და დასუეს სჳმონ... და მცირედ-ჟამ მეფობდა და მოკუდა.“
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ ასევე ახსენებს ფარსმანს, მაგრამ არა ფეროზის შთამომავალს არამედ რევიანს, რომელსაც ბაკურის მაგივრად სვამენ(ბაკურის გარდაცვალება არსად ჩანს). ამჯერად ფარსმანი თრდატის დის წულად გვევლინება. შესაბამისად გამოდის რომ რევის ჰყავდა სამი შვილი: ორი ძე(ბაკური და თრდატი) და ერთიც ქალიშვილი.
ვიკიციტატა
„და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, დის-წული თრდატისი. და მთავარებისკოპოსი იყო სჳმეონ.“

მეფე ფარსმანი(მამით ბაქარიანი და დედით ფეროზიანი) იჯდა მცხეთაში, ხოლო მეფე ფარსმანი(დედით რევიანი, როგორც რევიანთა ოჯახის გამგრძელებელი) კი იჯდა უჯარმაში.

ვიკიციტატა
„შემდგომად ამისა გარდაიცვალა წელსა 408, ქართულსა 160.[8]

V მთავარეპისკოპოსი სვიმეონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლის ცხოვრების მიხედვით ელია მთავარეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ დასვეს მთავარეპისკოპოსი სვიმეონი. რადგანაც ვახუშტი ბატონიშვილი უთითებს ფარსმან მეფის მოღვაწეობის წლებს, გამოდის რომ მთავარეპისკოპოს სვიმეონი იკურთხა 405-408 წლებში.

საეკლესიო იურისდიქცია ისევ: ქართლი, ეგრისი და ჰერეთია.

მირდატ მეფე (408-410)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მეფობის დროს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა რადგანაც სურდა კლარჯეთის დაბრუნებაც და სპარსეთსაც არ აძლევდა ხარკს. ის მალევე შეიპყრეს და ბაღდადში გარდაიცვალა ხოლო შევიწროებული მცხეთის სამეფო მთავარეპისკოპოს სვიმონთან ერთად კახეთ/კუხეთში გაიხიზნა.

ვიკიციტატა
„და დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულის-წული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორითა-ვე მირიანის ძეთა ნათესავი... იოტეს და შეიპყრეს სპარსთა; მოვიდეს ქართლად, დაიპყრეს ქართლი და განრყუნნეს ეკლესიანი. ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა, და სჳმონ ეპისკოპოსი მათ თანა-ვე. ხოლო მირდატ წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა.[3]
ვიკიციტატა
„და მისა შემდგომად მეფობდა მირდატ. და ესე წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა.“
ვიკიციტატა
„მოკვდა 410 წელს, ქართულსა 162.[7]

ორი მატიანეს ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირდატ მეფე იქიდან გამომდინარე რომ იყო ბაქარიანიც და რევიანიც შესაბამისად მისი და მისი შთამომავლობის მეფობის აღიარება ხდება ორივე წყაროს მიერ, რაც მაგდაგვარი არ შეინიშნება მანამდე მირიანიდან მოყოლებული მითრიდატემდე. ერთადერთი გამონაკლისად ვარაზ-ბაქარი რჩება, როგორც თრდატთან დამოყვრებული.

არჩილ მეფე (410-434)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ეფესოს კრება ყოვლისა სოფლისა იყო წელსა ქრისტესსა 430 და არჩილის მეფობასა წელსა 20.[10]

ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით არჩილ მეფე გარდაიცვალა 434 წელს.

ვიკიციტატა
„შემდგომად გარდაიცვალა 434, ქართულსა 186 წელსა.[10]

იონა, გრიგოლი, ბასილი და მობიდან მთავარეპისკოპოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირდატ მეფე (434-446)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებით მირდატ მეფე გარდაიცვალა 446 წელს.

ვიკიციტატა
„შემდგომად გარდაიცვალა 446, ქართულსა 188 წელსა.[11]

ვახტანგ გორგასალი (446-499)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირდატ მეფის გარდაცვალების შემდეგ მეფედ ჯდება, მისი 7 წლის ძე ვახტანგი. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი იუწყება ეს მოხდა 446 წელს.

ვიკიციტატა
„ქალკედონის კრება ყოვლისა სოფლიოსა იყო 451 წელსა, ხოლო ვახტანგის წელსა მეხუთესა.[12]

კათალიკოსების ერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული მატიანეების მიხედვით პირველი კათალიკოსი პეტრე, ვახტანგ გორგასალის დროს იკურთხა და ამით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას.

ვიკიციტატა
„და ანტიოქელმან პატრიაქმან აკურთხნა თორმეტნი ეპისკოპოსნი და პეტრე კათალიკოსად.[13]
ვიკიციტატა
„ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთა და ითხოვა მეფისაგან და პატრეაქისაგან კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი.[14]

თანამედროვეთა კვლევით დადგინდა რომ კათალიკოსის კურთხევის პერიოდი 468-470 წლებში მერყეობს.

ვიკიციტატა
„ვფიქრობთ, ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის და ბიზანტიის იმპერატორ ლეონ დიდის მოღვაწეობის პერიოდში 468-470 წლებში, მაშინ, როდესაც კოსტანტინეპოლის პატრიარქი წმიდა გენადი (457-471) და ანტიოქიის პატრიარქი მარტირიუსი (459-470) ყველანი მართლმადიდებლები იყვნენ.[15]

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირიანი
27-ე მეფე
 
ნანა
დედოფალი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სალომე
 
რევი
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ბაქარი
28-ე მეფე
 
ასული
 
ფეროზი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ასული
 
ბაკური
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
თრდატი
31-ე მეფე
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატი
29-ე მეფე
 
 
 
 
ძე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფარსმანი
 
ბაკური
 
ასული
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ვარაზ-ბაქარი
30-ე მეფე
 
 
 
 
ასული
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
თრდატი
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატი
33-ე მეფე
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ფარსმანი
32-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
არჩილი
34-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
მირდატ
35-ე მეფე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Heraldic Royal Crown (Common).svg
ვახტანგი
36-ე მეფე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა
  2. დ ბაქრაძე - "ისტორია საქართველოსი" გვ. 148. ტფილისი. 1889.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ქართლის ცხოვრება
  4. მოქცევაჲ ქართლისაჲ
  5. ქართლის ცხოვრება; ნაწილი I, თავი 5
  6. მოქცევაჲ ქართლისაჲ - თავი ა
  7. 7.0 7.1 დ. ბაქრაძე "ვახუშტის საქართველოს ისტორია". გვ. 83. 1885 წ.
  8. 8.0 8.1 დ. ბაქრაძე "ვახუშტის საქართველოს ისტორია". გვ. 83. 1885 წ
  9. ქართლის ცხოვრება.
  10. 10.0 10.1 დ. ბაქრაძე "ვახუშტის საქართველოს ისტორია". გვ. 87. 1885 წ
  11. დ. ბაქრაძე "ვახუშტის საქართველოს ისტორია". გვ. 88. 1885 წ
  12. ვახუშტის ისტორია
  13. "ქართლის ცხოვრება". (ჯუანშერი) - ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა.
  14. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"
  15. "საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძირითადი საკითხები" (გვ. 61.) ლევან ტყეშელაშვილი. ქუთაისი. 2012