ია ნინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ია ნინიძე
დაბადების სახელი ია ნინიძე
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1960 (1960-09-08) (62 წლის)
აქტიური 1968-2000

ია ნინიძე (დ. 8 სექტემბერი, 1960, თბილისი, სსსრ, საქართველო) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1995.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ტელევიზიის რეჟისორისა და რუსული ენის მასწავლებლის ოჯახში. ია ნინიძე სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1981 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1981-1996 წლებში იყო რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

კინოში მისი დებიუტი შედგა რვა წლის ასაკში, ციცინოს როლი შეასრულა გიორგი დანელიას კომედიაში არ იდარდო! (1968 წელი, პრემიერა 1969 წელი). 1976 წელს გახდა პუპულარული საბჭოთა კავშირის ქვეყნებში - ბრწყინვალედ ითამაშა დენის ფლორინის როლი ლეონიდ კვინიხაძის სატელევიზიო მუსიკალურ კომედიაში „ზეციური მერცხლები“.

მსახიობს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი როლი და დასამახსოვრებელი როლი თეატრში, ასევე კინოში. ფილმოგრაფიიდან საინტერესეოა, შემდეგი როლები: არ იდარდო! (1968 წელი) - ციცინოს როლში; ვერის უბნის მელოდიები (1973 წელი) - თამროს როლში; პირველი მერცხალი (1975 წელი) - ელენეს როლში; მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) - სალომეს როლში; „ცრემლები ცვიოდა“ (1982 წელი); აქედანა და შენამდე (1984 წელი); მონანიება (1985 წელი); „ოპერაცია ვუნდერლანდი“ (1988 წელი); „ომი ყველასათვის ომია“ (1990 წელი); „უბრალო ჭეშმარიტებანი“ ტელესერიალი (1999 წელი) „გამოსათხოვარი ექო“ ტელესერიალი (2004 წელი); „მაძებარი ლიცენზიის გარეშე“ ტელესერიალი (2007 წელი); „ბერიაზე ნადირობა“ ტელესერიალი (2008 წელი) და ასევე „წყნარი საგუშაგო“ ტელესერიალი (2011 წელი).

1997 წლიდან ცხოვრობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მუშაობდა თეატრ–კაბარე „ღამურაში“. ია ნინიძე 2000 წელს სცენაზე მიღებული მძიმე ტრავმის (პრემიერის რეპეტიციის დროს მსახიობს 300 კილოგრამიანი ნაკრები დაეცა) შედეგად იძულებული გახდა სასცენო კარიერაზე უარი ეთქვა.

ამჟამად იგი ღებულობს მონაწილეობს სატელევიზიო პროგრამებში, კონკურსებში, ფესტივალებში და სერიალებში [1][2].

რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მხარდაჭერისთვის, ია ნინიძეს 2015 წლიდან ეკრძალება შესვლა უკრაინაში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ია ნინიძე სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე გახლდათ ნიკოლოზ შენგელაია - რეჟისორ გიორგი შენგელაიას და მსახიობ სოფიკო ჭიაურელის ვაჟი; მეორე მეუღლე - სერგეი მაკსაჩევი (მსახიობი, მოგვიანებით კურსკის რაიონის ვიცე-გუბერნატორი) მისგან ჰყავს შვილი გიორგი და შვილიშვილი ნიკოლი. ია ნინიძის მესამე მეუღლე კი მიხეილ ბუჩენკოვია, მისგან ჰყავს ქალიშვილი, რომელიც აგრძელებს დედის პროფესიას და შვილიშვილი ალექსანდრე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пабауская 1999.
  2. Сонечкина 2011.