ია ეკალაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ია ეკალაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები ოლღას შესახვევი, ლენინის შესახვევი

ია ეკალაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ჯერ ოლღას შესახვევი იყო, შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს ლენინის შესახვევი დაერქვა, 60-იან წლებში ია ეკალაძის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]