იაჰმეს-ჰენუტამეჰუ
იერსახე
იაჰმეს-ჰენუტამეჰუ იეროგლიფებში | |||||
|
იაჰმეს-ჰენუტამეჰუ - ფარაონ სექენენრე ტაოს და მისი დის და ცოლის იაჰმეს-ინჰაფის ქალიშვილი. მისი ქმარი იყო მისი ნახევარ-ძმა იაჰმეს I. იაჰმეს ჰენუტამეჰუ იყო მთავარი ცოლის და ღმერთ ამონის ცოლის იაჰმეს-ნეფერტარის ნახევარ-და. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციაა ცნობილი. მისი მუმია აღმოაჩინეს მის საკუთარ სამარხში და ახლა ის დაცულია ეგვიპტის მუზეუმში, კაიროში. მუმია შეამოწმა გასტონ მასპერომ 1882 წლის დეკემბერში. ჰენუტამეჰუ ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა. იგი შესულია მეცხრე დინასტიის მეფეების წინაპრების სიაში. ჰენუტამეჰუ გამოჩენილია ხაბეხნეთის სამარხში (თებე), სამ დედოფალთან ერთად: მეფის ცოლის დასთან, მეფის ცოლ ტურესთან და ორი ქვეყნის ქალბატონ იაჰმესთან ერთად.