იაჰატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იაჰატა (იაპ. 八幡), ქალაქი იაპონიაში, კუნძულ კიუსიუს ჩრდილოეთ ნაწილში, ფუკუოკის პრეფექტურაში. 347 ათ. მცხოვრები (1970). იაპონიის მნიშვნელოვანი მეტალურგიული ცენტრი. ახალი ქალაქის კიტაკიუსიუს ბირთვი. მეტალურგიული კომბინატი. ცემენტის, ალუმინის, მინა-კერამიკის, ქიმიური მრეწველობის, საშენ მასალათა წარმოება.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 37, თბ., 1980 (იხ. იავატა)