იახსარის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იახსარტის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის განაპირას, დასავლეთით, ადგილ ხაზირში, აგებულია ძველ ნაეკლესიარზე XX საუკუნის დასაწყისში. შენობა გეგმით ოთხკუთხაა (4,2 x3,6 მეტრი), ნაგებია აგურით.

ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია ბრტყლად გადახურული კარი. სამხრეთ კედელში ერთი, გარეთკენ შევიწროებულიი თაღოვანი სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე, ზემოთ, წყობის შეღრმავებით გამოყვანილია ტოლმკლავა ჯვარი, ნაგებობას ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]