იახია სალიხოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იახია სალიხოვი
მშობლიური სახელი Яхъя Шәрәф улы Сәлихов
დაბადების თარიღი 1893
ყიზილ-მეჩეთი, ბუზულუკის მაზრა, სამარის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 1937
სსრკ
გარდაცვალების მიზეზი დახვრიტეს

იახია სალიხოვი (ბაშკ. Яхъя Шәрәф улы Сәлихов; დ. 1893 — გ. 27 ნოემბერი, 1937) — ბაშკირი პოლიტიკური მოღვაწე, ბაშკირთა ეროვნული მოძრაობის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იახია შარაპის ძე სალიხოვი დაიბადა 1893 წელს, სამარის გუბერნიის ბუზულუკსკის მაზრის სოფელ ყიზილ-მეჩეთში (დღეს ორენბურგის ოლქის ტოცკის რაიონი). ეროვნებით ბაშკირი.[1]

ქალაქ ბუზულუკში დაასრულა დაწყებითი განათლების სასწავლებელი და 1916 წელს დაასრულა ნოვო-ალექსანდროვსკის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი.[2]

1916-1917 წლებში, რუსული არმიის შემადგენლობაში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, მსახურობდა პოდპორუჩიკის წოდებით. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ბუზულუკის მაზრის ერობაში.[2]

1917 წელს იყო ბაშკირთა კრების დელეგატი. ბაშკირთა I ყურულთაიზე აირჩიეს „ბაშკირთა ცენტრალური ეროვნული შუროს“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრების თანაშემწედ.[3] ბაშკირთა II ყურულთაიზე განიხილეს დამფუძნებელი კრების დეპუტატთა კანდიდატები, სადაც სამარის გუბერნიიდან წარადგინეს ბაშკირ-ფედერალისტთა სია, სადაც რეკომენდებული იყო ხ. იუმაგულოვი და ი. სალიხოვი.[3] 1918 წლის მარტში გაზეთი „Башкурдистан“ (ბაშკურდისტანი) იუწყებდა: „28 (15) თებერვალს დაკავებული ბაშკურდისტანის მეურნეობის განყოფილების გამგე სალიხოვი გაათავისუფლეს, იმ პირობით, რომ ის დაუყონებლივ უნდა დატოვოს ორენბურგი.[4] სალიხოვი ტაშკენტში გაემგზავრა.“ 1918 წელს ორენბურგის აღების შემდეგ, როგორც ცენტრალური შუროს სხვა წევრები, სალიხოვი დაბრუნდა ქალაქში.[3]

1918 წლის აგვისტოდან იყო ტყის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო იმავე წლის სექტემბრიდან — ბაშკირეთის მთავრობის აგრონომიული განყოფილების ხელმძღვანელი. 1919 მარტიდან იყო „ბაშრევკომის“ წარმომადგენელი წითელი არმიის აღმოსავლეთის ფრონტის პირველ არმიაში.[2]

1919 წლის მაისში მონაწილეობდა ბაშრევკომისა და მისლუმთა ცენტრალური სამხედრო-რევოლუციური კომისარიათის მოლაპარაკებებში.[5] 1919 წლის მაისიდან იყო ბაშკირეთის ასსრ-ის ფინანსთა სახალხო კომისარი, ამავე დროს ასრულებდა ბაშკირეთის სოვნარხოზის (ეროვნული მეურნეობის საბჭოები) თავმჯდომარის მოვალეობას. 1919 წლიდან მუშაობდა ბაშკირეთის ასსრ-ის მიწათმოქმედების სახალხო კომისარის თანამდებობაზე.[2]

მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. 1930-იან წლებში მუშაობდა სტეპანე რაზინის სახელობის ლენინგრადის ლუდსახარშ ქარხნაში, სადაც იყო ქერის ხარისხის შემმოწმებელი.

რეპრესირებული იყო, როგორც „ბაშკირი ნაციონალისტი“. 1937 წლის 14 აგვისტოს დააკავეს, ხოლო 27 ოქტომბერს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1991 წლის 18 ოქტომბერიდან.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ярмуллин А. Ш. Автономиялы Башҡортостан байрағы аҫтында. Башҡорт милли-азатлыҡ эшмәкәрҙәре хаҡында ҡыҫҡаса биографик очерктар. — Өфө, 2009. — 174 б.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Салихов Яхья Шарапович. Международное общество «Мемориал». ციტირების თარიღი: 2016-01-27.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Салихов, Яхъя Шарапович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-13. ციტირების თარიღი: 2019-12-13.
  3. 3.0 3.1 3.2 История башкирского народа: в 7 т./ гл. ред. М. М. Кульшарипов; Ин-т истории, языка и литературы УНЦ РАН, ტ. V, Уфа: Гилем, 2010. — გვ. 468. 103, 119, 121 გვ.
  4. Документы и материалы по истории башкирского народа (1900–1940) / Сост.: М. М. Кульшарипов, М. Н. Фархшатов, Д. Х. Янтурин, Р. З. Алмаев, Р. О. Багаутдинов, Р. Р. Газизов, Р. М. Зиязетдинов, А. Д. Казанчеев, К. К. Каримов, П. Ф. Назыров, Ю. Х. Юлдашбаев, А. З. Ярмуллина, Уфа, 2012. — გვ. 624. 190 გვ, ISBN 978-5-916-08093-3.
  5. Документы и материалы по истории башкирского народа (1900–1940) / Сост.: М. М. Кульшарипов, М. Н. Фархшатов, Д. Х. Янтурин, Р. З. Алмаев, Р. О. Багаутдинов, Р. Р. Газизов, Р. М. Зиязетдинов, А. Д. Казанчеев, К. К. Каримов, П. Ф. Назыров, Ю. Х. Юлдашбаев, А. З. Ярмуллина, Уфа, 2012. — გვ. 624. 285, 287 გვ, ISBN 978-5-916-08093-3.