იაფის ფორთოხალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იაფის ფორთოხალი — ფორთოხლის ჯიში. მისი სამშობლოა ეგვიპტე. 4 მ-მდე სიმაღლის ბუჩქისებრი ხეა. აქვს ოვალური, ფრთიანი, ფართო, სქელი და მბზინვარე ფოთოლი. ნაყოფი მუქი ნარინჯისფერია, საშუალოზე დიდი, მოგრძო ან კვერცხისებრი, წვერი მომრგვალებული ან ჩაზნექილი აქვს, მოფენილია როგორც ღრმად ჩამჯდარი (დიდი), ისე ზედაპირული (პატარა) ეთერზეთოვანი ჯირკვლებით.

რბილობი შედგება 10-12 არათანაბარი სეგმენრისაგან. წვენი სასიამოვნო მომჟავო-მოტკბოა. მცენარე ნაკლებად იტანს ყინვას. აჭარასა და აფხაზეთში გვხვდება ცალკეული სახით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]