იაფეტური თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იაფეტური თეორია, ნიკო მარის მიერ შემოღებული ტერმინი, რომელიც ორგვარი მნიშვნელობით იხმარებოდა;

  • იაფეტურ ენათა კვლევა-ძიება, მოძღვრება იაფეტური ენების შესახებ. ამ მნიშვნელობით იაფეტური თეორია შეეფარდებოდა ინდოევროპეისტიკას, სემიტოლოგიას...
  • ნ. მარის მიერ შექმნილი ზოგადენათმეცნიერული თეორია, რომელიც თითქოს იაფეტურ ენათა მასალას ემყარებოდა. ამ გაგებით იაფეტური თეორიის სინონიმად იხმარებოდა "ახალი საენათმეცნიერო მოძღვრება", რომელიც უპირისპირდებოდა მთელ ადრინდელ ენათმეცნიერებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 64, თბ., 1980