შინაარსზე გადასვლა

იასუკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იასუკე
სავარ.
დაბადების თარიღი 1555[1]
დაბადების ადგილი პორტუგალიის აღმოსავლეთი აფრიკა
გარდაცვალების თარიღი უცნობია ან არაუადრეს ივნისი, 1582
გარდაცვალების ადგილი უცნობი
ბრძოლები/ომები Honnō-ji Incident

იასუკეაფრიკელი სამურაი XVI საუკუნის ფეოდალურ იაპონიაში, სენგოკუს ხანაში. ის იყო პირველი არაიაპონელი, რომელმაც სამურაის ტიტული მიიღო.

წარმოშობით იყო მოზამბიკიდან. თავდაპირველად ის იტალიელი იეზუიტი მისიონერის ალესსანდრო ვალინიანოს (1539-1606) მოსამსახურე იყო. იასუკე იაპონიაში ჩავიდა 1579 და 1581 წლებში ვალინიანოსთან ერთად.

1581 წლის მაისიდან იასუკე მსახურობდა ოდა ნობუნაგას კარზე. იასუკე იყო პირველი ფერადკანიანი, რომელიც ნობუნაგამ იხილა. იასუკე ოდა ნობუნაგას თან ახლდა 1582 წლის მაისში ტაკედას კლანის დამარცხების დროს. ამ კამპანიის დროს იასუკე შეხვდა ტოკუგავა იეიასუმ. ტოკუგავას ვასალმა აღწერა იასუკე.

1582 წლის 21 ივნისს იასუკე ესწრებოდა ჰონოს მონასტერში ოდა ნობუნაგაზე აკეტიე მიცუჰიდეს თავდასხმას და მის იძულებით სეპუკუს. ოდა ნობუნაგას თვითმკვლელობის შემდეგ იასუკე მიემხრო ოდა ნობუტადას. ოდა ნობუტადა მიცუჰიდესთან დამარცხდა და იასუკე ტყვედ ჩავარდა. მიცუჰიდემ იასუკე გაგზავნა იეზუიტების ეკლესიაში. ამის შემდეგ მისი ბედი უცნობია.

  • Matsuda, Kiichi, ed.,Jūroku-jūnanaseiki Iezusukai Nihon Hōkokushuu, Hōdōsha, 1987–1998.
  • Ōta, Gyūichi, Shinchō Kōki, 1622.