იასონ მოსეშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოსეშვილი.

იასონ მოსეშვილი (დ. 1876, გუბი — გ. 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ქიმიკოსი, პროფესორი (1920). 1902 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და დატოვებული იქნა ქიმიის კათედრაზე. 1919 წელს მოიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა არაორგანული ქიმიის კათედრას, სადაც მუშაობდა 1965 წლამდე. ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში არაორგანული და ანალიზური ქიმიის სწავლების საქმეს. იგი იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე (ქანებში, ნიადაგში, წყლებში) მიკროელემენტების გავრცელების საკითხებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 284.
  • გაიპარაშვილი ზ., ლილულაშვილი მ., „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბილისი, 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]