იასმილა ჟბანიჩი
Jump to navigation
Jump to search
იასმილა ჟბანიჩი (სერბ.-ხორვ. Jasmila Žbanić; დ. 19 დეკემბერი 1974) — ბოსნიელი რეჟისორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჟბანიჩი სარაევოში დაიბადა.[1] სკოლის დამთავრების შემდეგ სარაევოს სასცენო ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა თეატრისა და კინოს რეჟისურის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა. შემდგომ მუშაობდა ვერმონტში თოჯინების თეატრში. 1997 წელს ბრუნდება სარაევოში და აარსებს სახელოვნებო ასოციაცია დებლოკადას. ამ ასოციაციასთან ერთად გადაიღო მრავალი დოკუმენტური, მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. მისი ყველაზე წარმატებული ფილმი იყო გრბავიცა, რომელიც 2006 წელს გადაიღო. ფილმმა გაიმარჯვა ბერლინალეზე და წარდგენილი იყო მრავალ ნომინაციაზე სხვადასხვა ფესტივალებში.
ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ავტობიოგრაფია (სერბ.-ხორვ. Autobiografija; 1995)
- შემდეგ, შემდეგ (სერბ.-ხორვ. Poslije, poslije; 1997)
- ღამით ვანათებთ (სერბ.-ხორვ. Noć je, mi svijetlimo; 1998)
- სიყვარული არის... (სერბ.-ხორვ. Ljubav je...; 1998)
- წითელი რეზინის ჩექმები (ინგლ. Red Rubber Boots; 2000)
- გახსოვს სარაევო? (სერბ.-ხორვ. Sjećaš li se Sarajeva; 2003)
- სურათები კუთხიდან (ინგლ. Images from the Corner; 2003)
- დაბადების დღე (ინგლ. Birthday; 2004)
- გრბავიცა (სერბ.-ხორვ. Grbavica; 2006)
- გზაზე (სერბ.-ხორვ. Na putu; 2010)
- მათთვის, ვინც ვერ იტყუება (ინგლ. For Those Who Can Tell No Tales; 2013)
- სიყვარულის კუნძული (სერბ.-ხორვ. Otok ljubavi; 2013)