იასემინ ადარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იასემინ ადარი
Yasemin Adar.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Yasemin Adar
სრული სახელი იასემინ ადარი
ეროვნება თურქი
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1991 (1991-12-06) (26 წლის)
დაბ. ადგილი ბალიქესირი, თურქეთი
სიმაღლე 181
წონა 75
სპორტი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სპორტი თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი Trakya Birlik SK

იასემინ ადარი (თურქ. Yasemin Adar; დ. 6 დეკემბერი, 1991, ბალიქესირი, თურქეთი) — თურქი მოჭიდავე, ქალთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, 75 კილოგრამის წონით კატეგორიაში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასემინ ადარი დაიბადა 1991 წლის 6 დეკემბერს თურქეთის ქალაქ ბალიქესირში. მამამისი, ნაიმ ადარი მცხობელი იყო, ხოლო დედამისი, აიშეგიულ ადარი დიასახლისი. ჰყავს უფროსი და ილდიზი. დედამისი 2013 გარდაიცვალა. გაზიოსმანფაშას უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტს ბალიქესირის უნივერსიტეტში. ამ დროისთვის ის მუშაობს და ასწავლის ქალაქ ნიღდეში.[1][2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადარი თურქეთის ყოფილი ჩემპიონის, ასლან სეიჰანლის მიერ აღმოჩენილ იქნა, როდესაც ის ბირთვის ტყორცნით იყო დაკავებული უმაღლეს სასწავლებელში და საუნივერსიტეტო წლებში. შემდგომში ის დაკავდა ჭიდაობით მის მშობლიურ ქალაქში. იგი ასპარეზობს „Trakya Birlik SK“-ის სახელით.[3][4]

ადარი მონაწილეობდა კანადის ალბერტაში მიმდინარე 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი ჭიდაობის 72 კგ წონით კატეგორიაში, სადაც წარუმატებლად იასპარეზა.[5]

მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც წარუმატებლად იასპარეზა.[6] 2013 წლის თურქეთის ქალაქ მერსინში გამართულ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჩემპიონატზე, მან 72 კილოგრამის წონით კატეგორიაში ოქროს მედალოსანი გახდა.[1][2][7] უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარებულ 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა, სადაც ნახევარფინალში ჩინელ ჩჟან ფენლიუსთან დამარცხდა და ამერიკელ ადელაინ გრეისთან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.[3][8]

2014 წელს ტაშკენტში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი მხოლოდ მე-16 რაუნდს მიაღწია.[9]

2015 წელს ბაქოში ჩატარებულ ევროპულ თამაშებზე 75 კგ წონით კატეგორიაში მან ვერ მოახერხა ფინალში გასავლა, სადაც რუს ეკატერინე ბუკინასთან დამარცხდა. ამის შემდეგ, მოლდოველ სვეტლანა საენკოს წააგო ბრინჯაოს მედლის მატჩში.[10] ლას-ვეგასში ჩატარებულ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ადარმა მეოთხედფინალში კოლუმბიელ ანდრეა ოლაიასთან დამარცხდა.[11]

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარებულ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, 75 კილოგრამის წონით კატეგორიაში გამართულ ტურნირში, მან პირველად გაიმარჯვა ქვეყნის სახელით ქალთა ჭიდაობაში და ოქროს მედალი მოიპოვა, რომელმაც მანამდე რუსი ალიონა სტოროდუბტცევა დაამარცხა.[2][4][12][13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Yasemin Adar’dan Tarihi Madalya“, 2016-03-10. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  2. 2.0 2.1 2.2 Balıkesir'in gururu oldu“, 2016-03-11. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  3. 3.0 3.1 Branş değiştirdi dünya beşincisi oldu“, 2013-09-21. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  4. 4.0 4.1 Altın Madalyalı İşk Kadın Güreşçi“, 2016-03-10. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  5. Championnat du Monde Senior. FILA. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11.
  6. Avrupa Güreş Şampiyonası'nda bayanlar 63 kiloda Buse Tosun çeyrek finale yükseldi.“, 2013-03-22. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  7. 3 oyunlar rekoru kırıldı birden“, 2013-06-24. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  8. Yasemin Adar dünya beşincisi oldu“, 2013-09-20. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  9. Yasemin Adar veda etti“, 2014-09-11. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  10. Avrupa Oyunları: Güreşte 3 sporcumuz repesaj maçına çıkacak“, 2015-06-16. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  11. Kadınlar serbest güreşte 4 sporcumuz da yenildi“, 2015-09-11. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (turkish) 
  12. Güreşte 2 Avrupa Şampiyonluğu birden“, 2016-03-10. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11. (Turkish) 
  13. Turkish wrestlers Adar and Demirtaş win gold medals at European Wrestling Championship“, 2016-03-10. წაკითხვის თარიღი: 2016-03-11.