იაპონური წერო
იერსახე
იაპონური წერო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იაპონური წერო | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Grus japonensis | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 22692167 | ||||||||||
|
იაპონური წერო, მანჯურიული წერო (ლათ. Grus japonensis) — ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთსა და იაპონიაში. მისი სხეულის სიგრძე 120-150 სმ აღწევს, ფრთების შლილი 220-250 სმ. წონა 7-10,5 კგ. მიიჩნევა ბედნიერების სიმბოლოდ, განსაკუთრებით იაპონიაში. გამოსცემს ხმამაღალ, საყვირის მსგავს ხმას. იაპონური წერო ძალზე გრაციოზულია. გაოცებას იწვევს მისი ცეკვა და ახალ თაობაზე ზრუნვა. იშვიათი და საფრთხეში მყოფი სახეობაა. დაცულია საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიოს დიდი ატლასი, გვ. 130, თბილისი, 2009.