იაპონური ვისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იაპონური ვისკი — ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. იაპონია და ვისკი ერთმანეთს პირველად 1854 წელს შეხვდნენ. ამ დროს ორასწლიანი ჰოლანდიური და ჩინური ვაჭრობის მოლაპარაკება იაპონიასთან დასრულდა და მის სანაპიროს პირველი ამერიკული შავი გემი მოადგა. მეთიუ პერის ამ ექსპეციდიას გემზე 400 ლიტრზე მეტი ვისკი ჰქონდა სპეციალურად გამოყოფილი იაპონიის იმპერატორისათვის. სრულიად შეყვარებულებს ამ ოქროსფერ სასმელზე და სმაში გართულებს ამერიკელებისათვის დამზადების წესის კითხვა დაავიწყდათ, სწორედ ამ დროს როდესაც პერის ექსპედიცია შინ გაბრუნდა, იაპონელებს მხოლოდ რამდენიმე დღის მარაგი ჰქონდათ დარჩენილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ხნის განმავლობაში ვისკის დამზადება იაპონიაში არავინ იცოდა. გადაწყდა "მეცნიერების" მეშვეობით ერთგვარი იმიტაციის შექმნა. დამზადების მეთოდი ალქიმიასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ალკოჰოლის გამოხდასთან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული "ვისკი" XIX და XX საუკუნეების საზღვარზე იყო "Queen George".

აღსანიშნავია, რომ 1918 წლის ივნისში ერთ-ერთმა "ვისკის" მწარმოებელმა კომპანიამ თავიანთი 24 წლის ქიმიკოსი, მასატაკა ტაკეცურუ, შოტლანდიაში გააგზავნა, რათა მას "წესიერი" ვისკის დამზადება და ტექნოლოგიები შეესწავლა. დაახლოებით თითქმის სამი წელი, ძალიან ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ტაკეცურუ შოტლანდიის ვისკის სახდელ ქარხნებში მუშაობდა და სწავლობდა ყველაფერს ამ სასმელის ტექნოლოგიისა და სპირტის შესახებ. 1920 წლის ოქტომბერში ახალშერთულ შოტლანდიელ ცოლთან ერთად და ცოდნით შეიარაღებული, ტაკეცურუ იაპონიაში დაბრუნდა. მის ბლოკნოტებში იაპონური ვისკის ინდუსტრიის საფუძვლები ეწერა. მას შემდეგ, რაც ტაკეცურის დამქირავებელმა შეიტყო, თუ რამდენად შრომატევადია ხარისხიანი ვისკის დამზადება, მას ყველანაირი ენთუზიაზმი დაკარგა ამ ბიზნესის მიმართ.

სანტორიში, იამაზაკის რეგიონში, 1924 წელს ამავე სახელის მქონე სახდელი ქარხანა აშენდა და მათ პირველი იაპონური ვისკი (ამჯერად, ბრჭყალების გარეშე) ჩამოასხეს. ათი წლის შემდეგ, ტაკეცურუ ჰოკაიდოზე გადავიდა ქალაქ იოიჩიში და თავისი საკუთარი ვისკის სახდელი კომპანია შექმნა, რომელსაც ნიკა დაარქვა. ნიკამ თავისი პირველი ვისკი 1940 წელს გაყიდა.

დღეს სანტორი და ნიკა ვისკის ყველაზე დიდი იაპონური ბრენდებია.

იაპონური ვისკის უმრავლესობა შოტლანდიური ინგრედიენტებით და მეთოდებით მზადდება, ამის გამო მას განიჯვისას და პრესაში სკოჩს ადარებენ ხოლმე.

იაპონიაში უთარიღო ვისკი საშუალოდ 8 წლისაა, გამონაკლისებში უფრო ძველიც გვხვდება.

იამაზაკი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული იაპონური ვისკია. იგი ერთ სახდელ ქარხანაში გამოხდილი ქე­რის ალაოს ვისკია. იამაზაკი რბილია, გამორირჩევა ერთგვარი ხილის ტონებით მდიდარი და ტკბილ-მწარე არომატი ახასიათებს.

ერთ-ერთი გამორჩეული გა ნათქმული ვისკია ასევე ჰაკუშიუ. მისი სახდელი ქარხანა ორჯერ უფრო მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან ვიდრე შოტლანდიის ბრივალი. ჰაკუშიუ ალბათ ყველაზე წმინდა და სასიმოვნო ერთ ალაოიანი ვისკია. იგი ოდნავ უფრო ძლიერია ვიდრე იამაზაკი, მაგრამ ამავდროიულად მცენარეული სიგრილე და ოდნავ შებოლილი არომატი აქვს.

შემდეგი ვისკი არის ჰიბიკი, იგი არის სანტორის სხვადასხვა ვისკების ნარევი, რომლის ორი მთავარი შემადგენელი ჰაკუშუი და იამაზაკია. ჯამში, ჰიბიკი არის ხუთ სხვადასხვა კასრში დაძველებული ათი სხვადასხვა ვისკის ნარევი. ერთ-ერთი ამ ვისკთაგან არის უმეშუს, იაპონური ტრადიციული ხილის ლიქიორის, კასრში დაძველებული. ჰიბიკი ეს ის სასმელია, რომელიც ძალიან გამოირჩევა განსაკუთრებული სირბილით, კარამელის, დარიჩინის და ფორთოხლის ტონებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]