იაპონიის პარლამენტი
იერსახე
იაპონიის პარლამენტი (პარლამენტი, იაპონ. 国会 კოკაი), იაპონიის ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო 1889 წლიდან; ორივე პალატაში წარმომადგენლები ირჩევა საყოველთაო არჩევნებით. წარმომადგენელთა (ქვედა) პალატა შედგება 480 დეპუტატისგან და აირჩევა 4 წლის ვადით. ასაკობრივი ცენზია 25 წელი. 180 დეპუტატის შერჩევა ხდება პარტიული სიებით. მრჩეველთა (ზედა) პალატა შედგება 252 დეპუტატისგან და აირჩევა 6 წლის ვადით. ასაკობრივი ცენზი ზედა პალატაში 30 წელია. 98 დეპუტატს ირჩევენ მმართველი პარტიიდან პრემიერ-მინისტრიის სიით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაარქივებული 2002-10-18 საიტზე Wayback Machine.