იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია
იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია (იაპონ. 日本ハリストス正教会) — იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იმყოფება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაარსდა 1862 წელს ახალგაზრდა რუსი მისიონერის, მღვდელმონაზონ ნიკოლოზ კასატკინის მოღვაწეობის შედეგად. მოღვაწეობის განმავლობაში მან ქრისტიანად მონათლა დაახლოებით 20 000 იაპონელი; იაპონურ ენაზე თარგმნა ახალი აღთქმა და მრავალი საღვთისმსახურო წიგნი. იაპონიის ეკლესიის დაფუძნებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის 1970 წელს იგი წმინდანთა შორის შეირაცხა. იაპონიაში მალე მოიკიდა ფეხი ქრისტიანობამ. თავდაპირველად იქ რუსი სამღვდელოება მოღვაწეობდა, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციით გამოწვეული კანონიკური უთანხმოების გამო 1945-1970 წლებში იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკის მიტროპოლიტის იურისდიქციაში მოხვდა.
რაკი 1970 წელს მოსკოვის საპატრიარქომ ამერიკის ეკლესიას ავტოკეფალია შესთავაზა, ამ უკანასკნელმა მოსკოვის იურისდიქციას დაუბრუნა იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია. მოსკოვმა, თავის მხრივ, იაპონიის ეკლესია ავტონომიურად გამოაცხადა.
1972 წელს იკურთხა იაპონიის პირველი მიტროპოლიტი თეოდოსი, ეროვნებით იაპონელი. იაპონიის ეკლესიის ავტონომია იმჯერად არ სცნო მსოფლიო საპატრიარქომ და მრავალმა ადგილობრივმა ეკლესიამ. ამჟამად ეკლესია აერთიანებს სამ ეპარქიას, სადაც 150 სამრევლოში მოღვაწეობს 30 მღვდელი და 5 დიაკონი. სამრევლოთა უმეტესობა განლაგებულია ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ხოკაიდოზე. სამღვდელოებაში მთლიანად იაპონელები არიან. ტოკიოში მოქმედებს სასულიერო სემინარია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაბიძაშვილი ე., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი, 2007. — გვ. 382-383, ISBN 978-99940-69-47-7.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сайт Японской православной церкви
- Подбор статей о православии в Японии на сайте «Мир православия»
- «Ложечка соли»: Японская Православная Церковь в 1912—1945 годахთარგი:Недоступная ссылка
- Необыкновенное путешествие: Православная Япония
- Литургия в стране восходящего солнца
- В Японии отмечается 150-летие со дня прибытия в страну равноапостольного Николая Японского
- Церковь начинает сбор средств на помощь пострадавшим от стихийных бедствий в Японии
- Православие в Японии. Сто лет спустя
| |||||||||||||