შინაარსზე გადასვლა

იან ტიმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან ტიმანი
ქვეყანა (სპორტი) ნიდერლანდები[1]
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1951(1951-12-14)
დაბადების ადგილი ამსტერდამი
გარდაცვალების თარიღი 18 თებერვალი, 2026(2026-02-18)[2] [3] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი არნემი
წოდება დიდოსტატი[1] და საერთაშორისო დიდოსტატი

იან ჰენდრიკ ტიმანი (ნიდერლ. Jan Hendrik Timman; დ. 14 დეკემბერი, 1951, ამსტერდამი, — გ. 18 თებერვალი, 2026, არნემი) — ნიდერლანდელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1974), XX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დასავლეთ ევროპიდან.

ტინმანი იყო ნიდერლანდების ცხრაგზის ეროვნული ჩემპიონი (1974, 1975, 1976, 1978, 1980, 1981, 1983, 1987, 1996). 1971 წელს მიიღო საერთაშორისო ოსტატის, 1974 წელს — დიდოსტატის წოდება. იყო ვეიკ-ან-ზეესა (1981, 1985) და ლინარესის (1988) საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. 1982 წელს მსოფლიოს №2 მოჭადრაკედ აღიარეს.

იან ტიმანი არაერთხელ მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ციკლებში და ორჯერ მიაღწია პრეტენდენტთა ფინალს. 1986 წლის ციკლში იგი პირველ წრეში გამოეთიშა ბრძოლას. 1990 წელს დაამარცხა ვალერი სალოვი, ლაიოშ პორტიში და ჯონათან სპილმენი, მაგრამ ფინალში დამარცხდა ანატოლი კარპოვთან. 1993 წლის ციკლში მან კვლავ მიაღწია ფინალს რობერტ ჰიუბნერის, ვიქტორ კორჩნოისა და არტურ იუსუფოვის დამარცხებით, თუმცა ფინალში ნაიჯელ შორტთან წააგო. იმავე წელს, გარი კასპაროვისა და შორტის მატჩის ფიდეს იურისდიქციის გარეთ ჩატარების შემდეგ, ტიმანი შეირჩა ანატოლი კარპოვთან ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატის სატიტულო მატჩში სათამაშოდ, რომელშიც ის ასევე დამარცხდა.

ტიმანი 1984 წლიდან იყო ჟურნალ „New In Chess“-ის მთავარი რედაქტორი. ავტორია წიგნებისა „ჭადრაკის ანალიზის ხელოვნება“ (The Art of Chess Analysis, 1980) და „ტიმანის ტიტანები“ (Timman's Titans, 2016).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 FIDE Ratings and Statistics
  2. Nederlandse schaakgrootmeester Jan Timman (74) overleden — 2026.
  3. Schaakgrootmeester en the best of the rest Jan Timman 74 overledenNRC.