იან სავერეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იან სავერეის „დოდო“

იან სავერეი (ნიდ. Jan Savery 1589, ჰაარლემი – 7 აგვისტო 1654, უტრეხტი) – ოქროს საუკუნის ნიდერლანდელი მხატვარი. ხშირად მოიხსენიებენ როგორც უბრალოდ „იანს“, რადგანაც თავის ცნობილ ნამუშევრებს ჩვეულებრივ ასე აწერდა ხოლმე; თუმცა მისი ტილოები ზოგჯერ ხელმოწერილია „ჰანსის“ სახელითაც, რაც იოჰანსის შემოკლებული ვარიანტია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იან სავერეი იაკობ სავერეის (1565-1603) ვაჟი და ჰანს სავერეისა (1564-1623) და რულანტ სავერეის ძმისწული იყო. ეს სამივე მხატვარი კორტრეიკში ესპანურ ნიდერლანდებში დაიბადა, მაგრამ 1584-1586 წლებში ჩრდილოეთით, ჰარლეემში გადასახლდა. იანი ბიძამის რულანტის მოწაფე იყო, რომელსაც 1613 წელს პრაღის სამეფო სასახლეში ახლდა, 1619 წლიდან უტრეხტში მისი შეგირდი იყო, ხოლო 1639 წლიდან ბიძამისის ხელობა განაგრძო.

ჰანს სავერეი ცნობილია დოდოს ნახატის შექმნით, რომელზე მუშაობაც მან 1651 წელს დაასრულა. ტილო ოქსფორდის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების მუზეუმშია დაცული.

ფართოდ არის გავრცელებული წარმოდგენა, რომ ლუის კეროლი (რომელიც ოქსფორდდამთავრებული მათემატიკოსი იყო) ისე მოიხიბლა ოქსფორდში ჩამოკიდებული დოდოს ნახატით, რომ მსგავსი არსება აღწერა თავის ნაწარმოებში „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hans Savery II in the RKD, the Netherlands Institute for Art History.