იენ პეისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იან პეისი)
იენ პეისი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი იენ ანდერსონ პეისი
დაბ. თარიღი 29 ივნისი, 1948 (1948-06-29) (75 წლის)
დაბ. ადგილი ნოტინგემი
წარმოშობა ნოტინგემი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1967 - დღემდე
იენ პეისი ვიკისაწყობში

იენ ანდერსონ პეისი (ინგლ. Ian Anderson Paice; დ. 29 ივნისი, 1948, ნოტინგემი) — ბრიტანელი მუსიკოსი. სახელი გაითქვა მძიმე როკ ჯგუფ Deep Purple-ში მოღვაწეობით. 2002 წელს ჯგუფიდან ჯონ ლორდის წასვლის შემდეგ პეისი ერთადერთი წევრია, ვინც დაარსებიდანვე Deep Purple-ში უკრავს.

იენ პეისი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მძიმე როკის განვითარებაში, რადგან მუსიკის ამ ჟანრში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რითმულ ნაწილს. პეისი როკ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დრამერია. მან დაკვრის თავისი უნიკალური სტილი შექმნა. ასევე ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც სპეციალურად ცაციებისთვის აწყობილ დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. სხვები ან მარჯვენა ხელით დაკვრას სწავლობენ (მაგ. რინგო სტარი) ან თავიანთ ტექნიკას მემარჯვენეთათვის განკუთვნილ ინსტრუმენტებს უთავსებენ.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იენ პეისმა მუსიკალური კარიერა 15 წლის ასაკში, მამის ჯგუფში დაიწყო. პირველი დიდი ჯგუფი, რომელშიც იგი უკრავდა, იყო Georgie & the Rave-Ons, რომელსაც მოგვიანებით The Shindigs ეწოდა. 1966 წელს იგი ჯგუფ MI5-ში გადავიდა, რომელსაც ასევე შეეცვალა სახელი. The Maze-ის სახით მან გამოსცა რამდენიმე სინგლი, ძირითადად - იტალიასა და საფრანგეთში. ჯგუფში აგრეთვე შედიოდა როდ ევანზი, რომელიც Deep Purple-ს 1968 წლის თებერვალში შეუერთდა.

19 წლის ასაკში პეისმა დატოვა ჯგუფი და 1968 წელს Deep Purple დააარსა რიჩი ბლეკმორთან, ჯონ ლორდსა და როდ ევანზთან ერთად. პეისი ერთადერთია, ვინც Deep Purple-ის ყველა შემადგენლობაში იყო. იმ პერიოდში, როდესაც Deep Purple დაშლილი იყო, პეისი ჯგუფ Paice Ashton Lord-ში უკრავდა.

მიუხედავად იმისა, რომ იენ პეისი კვლავ აქტიურად მოღვაწეობს მუსიკის სფეროში, უკანასკნელ წლებში მისი სტილი უფრო მშვიდი და ნელი გახდა. როგორც სტუდიურ ჩანაწერებში, ასევე კონცერტების დროს დასარტყმელი ინსტრუმენტების სოლო უფრო იშვიათია. ზოგიერთ სიმღერაში, მაგ. „Space Truckin'“-ში დასარტყმელი საკრავების სოლო შემცირებულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]