იენ კერტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იან კერტისი)
იენ კერტისი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი იენ კევინ კერტისი
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1956
დაბ. ადგილი Stretford
წარმოშობა ინგლისელი
გარდ. თარიღი 18 მაისი, 1980
გარდ. ადგილი Macclesfield[1]
დასაფლავებულია Macclesfield Cemetery
ჟანრ(ებ)ი პოსტ-პანკი
აქტიური 1976–1980
ლეიბლ(ებ)ი Factory Records
იენ კერტისი ვიკისაწყობში
სამარხი კერტისის ფერფლით

იენ კევინ კერტისი (ინგლ. Ian Kevin Curtis; დ. 15 ივლისი ,1956 — გ. 18 მაისი , 1980) — ინგლისელი მუსიკოსი, პოსტ-პანკ ჯგუფ Joy Division-ის წამყვანი ვოკალისტი და ტექსტების ავტორი, რომელთან ერთადაც ორი ალბომი ჩაწერა:Unknown Pleasures და Closer. იენი გამოირჩეოდა თავისი უნიკალური ხმითა და ცეკვის მანერით, მისი ლირიკები ძირითადად მარტოობის, სულიერი სიცარიელის და გაუცხოების თემაზეა.

მუსიკალურად კერტისი ისეთ ცნობილ არტისტთა გავლენას განიცდიდა, როგორებიც იყვნენ დევიდ ბოუი, ჯიმ მორისონი, იგი პოპი და ლუ რიდი, ხოლო ლირიკულად იენი გავლენიან მწერალთა და მოაზროვნეთა ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომელთა რიგშიც იყვნენ ფიოდორ დოსტოევსკი, ჟან-პოლ სარტრი, ფრიდრიხ ნიცშე, ფრანც კაფკა და ჰერმან ჰესე.[2] იენი განსაკუთრებულად განიცდიდა იგი პოპის, როგორც სასცენო პერსონის გავლენას.

იენ კერტისი დაავადებული იყო ეპილეფსიით და დეპრესიით იტანჯებოდა. მან 1980 წელს Joy Division-ის პირველი ამერიკული ტურნეს წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი სიკვდილის შემდეგ Joy Division-ის წევრებმა მალევე ახალი ბენდი New Order დააარსეს.

მიუხედავად ხანმოკლე მოღვაწეობისა, Joy Division-მა მუსიკალურ სამყაროზე დიდი გავლენა მოახდინა. მუსიკოსი ჯონ ბაში ბენდის შემოქმედებას და მოღვაწეობას ასე აფასებს: „Joy Division პირველი ბენდია პოსტ-პანკის ჟანრში, რომელიც არ გამოხატავს აგრესიულ ენერგიას, არამედ მშვიდ და სევდიან განწყობას გადმოსცემს.“[3]

ადრეული ცხოვრება და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იენ კერტისი დაიბადა Memorial Hospital-ში სელფორდში, მანჩესტერში. ბავშვობაშივე გამოამჟღავნა პოეზიისადმი მიდრეკილება. 11 წლის ასაკში დაჯილდოვდა The King's School-ის სტიპენდიით. სწავლა მიატოვა და ყურადღება მიაპყრო ხელოვნებას. ის აღიზარდა The Who-ს, The Velvet Underground-ის, The Stooges-ის შემოქმედებაზე. აღფრთოვანებული იყო ჯიმ მორისონის, ჯენის ჯოპლინის და ჯეიმზ დინის ტალანტით.

იენი მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში, მათ შორის მოხელედ მანჩესტერში.

1975 წლის 23 აგვისტოს ის დაქორწინდა თავის სკოლის მეგობარზე - დებორა ვუდრაფზე. იენი იყო 19-ის, ხოლო დებორა - 18-ის. 1979 წლის 16 აპრილში დაიბადა მათი ქალიშვილი ნატალი.

Joy Division[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Joy Division

1976 წელს იენი შეხვდა ბერნარდ სამნერს და პიტერ ჰუკს. ისინი ცდილობდნენ ჯგუფის შექმნას და იენმა მაშინვე საკუთარი ტექსტები და ვოკალი შესთავაზა. ტრიოს ბოლოს შეუერთდა სტივენ მორისი (დასარტყმელი საკრავები).

ჯგუფმა დაირქვა Warsaw, მაგრამ იმის გამო, რომ უკვე არსებდა სხვა ჯგუფი - Warsaw Pakt, მათ სახელი შეიცვალეს და დაირქვეს Joy Division. ჯგუფი პანკ როკის ჟანრის მუსიკას უკრავდა, რომელიც გადაიზარდა პოსტ-პანკის ჟანრში. Joy Division-ის სადებიუტო ალბომი იყო 1979 წლის „Unknown Pleasures“.

იენი ცნობილი გახდა თავისი უნიკალური ხმითა და ცეკვის მანერით. 1979 წლის ნოემბერში მან ინტერვიუ მისცა ჟურნალ Northern Lights-ს თავისი ცეკვის სტილისა და შესრულების მანერის შესახებ. მისი განმარტებით, ცეკვით გამოხატავდა სიმღერის ემოციურ და ლირიკულ კონტექსტს. ის მღეროდა ბარიტონით , განსხვავებით მისი სასაუბრო ტენორი ხმისგან. იენი ვოკალისტობის გარდა ასევე უკრავდა გიტარაზე.

თვითმკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იენ კერტისის ბოლო შესრულება იყო 1980 წლის 2 მაისს, High Hall-ში, ბირმინგემის უნივერსიტეტში. იქ იენთან ერთად შესრულებული იყო პირველად და უკანასკნელად „Ceremony“,რომელიც შემდგომში შევიდა New Order-ის რეპერტუარში.

იენი ეპილეფსიით იტანჯებოდა, ამას დაემატა უიღბლო ქორწინება და დეპრესიაც. 1980 წლის 17 მაისს იენმა მშობლების სახლი დატოვა და დებორასთან შესახვედრად წავიდა,თუმცა შეხვედრა უშედეგო გამოდგა. 18 მაისს მან თავი ჩამოიხრჩო საკუთარ სახლში, სარეცხის საშრობი თოკით. დებორამ მომდევნო დილით მისი სხეული სამზარეულოში იპოვა.

კერტისის სხეულის კრემაცია მოხდა 23 მაისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Curtis, Deborah (1995) Touching from a Distance — Ian Curtis and Joy Division, Faber and Faber Limited; ISBN 0-571-17445-0
  • Middles, Mick and Reade, Lindsay (2006) Torn Apart: The Life of Ian Curtis, Omnibus Press; ISBN 1-84449-826-3
  • Heylin, Clinton and Wood, Craig (1988) Joy Division: Form (and Substance), Sound Pub; ISBN 1-871407-00-1
  • Middles, Mick (1996) From Joy Division to New Order, Virgin Books; ISBN 0-7535-0638-6
  • Edge, Brian (1984) Pleasures and Wayward Distractions, Omnibus Press; ISBN 0-7119-1439-7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119470071 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Palmer, Robert (August 1988). „The Substance of Joy Division: A Talk with New Order“. Musician.
  3. Bush, John. Joy Division: Biography. ციტირების თარიღი: 20 July 2013.