იან ეინასტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან ეინასტო
ესტ. Jaan Einasto
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1929(1929-02-23)[1] (95 წლის)
დაბ. ადგილი ტარტუ
მოქალაქეობა  ესტონეთი
საქმიანობა ასტრონომი, ასტროფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი Tartu Observatory
ალმა-მატერი ჰუგო ტრეფნერის გიმნაზია და ტარტუს უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მამა ელმარ ეინასტო[2]
დედა ევა ეინასტო[2]
ჯილდოები გრუბერის პრემია კოსმოლოგიაში[3] , მარსელ გროსმანის პრემია, doctor honoris causa of the University of Turku, honorary doctor of the University of Tartu და Honorary Citizen of City of Tartu

იან ეინასტო (ესტ. Jaan Einasto; დ. 23 თებერვალი, 1929) — ესტონელი ასტროფიზიკოსი, გალაქტიკური და გარეგალაქტიკური ასტრონომიის სპეციალისტი და დაკვირვებადი სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ერთ-ერთი აღმომჩენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იან ეინასტო დაიბადა 1929 წლის 23 თებერვალს, ტარტუში. მისი მამა პატრიოტი ესტონელი იყო, რის გამოც, მან იანს ესტონეთის ანაგრამა — ეინასტო შეურჩია გვარად[4]. 1952 წელს, ტარტუს უნივერსიტეტი დაამთავრა. 1953 წლიდან, იგი ტარტუს ობსერვატორიაში, კოსმოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელ მეცნიერად მუშაობდა. 1955 წელს, იგი ფილოსოფიის, ხოლო 1972 წელს, ფიზიკური და მათემატიკური მეცნიერებების დოქტორი გახდა. 1992-1995 წლებში, იან ეინასტო ტარტუს უნივერსიტეტში, კოსმოლოგიის პროფესორი იყო. დიდი ხნის განმავლობაში, ეინასტო, ტალინში მდებარე ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიისა და ფიზიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იგი ევროპული აკადემიის, ევროპის ასტრონომიული და სამეფო ასტრონომიული საზოგადოებების წევრია. მიღებული აქვს ესტონეთის ეროვნული მეცნიერების სამი ჯილდო.

მისი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, გალაქტიკურ და გარეგალაქტიკურ ასტრონომიასთან და კოსმოლოგიასთანაა დაკავშირებული. მან გამოიკვლია სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გალაქტიკები და მათი გროვები, გალაქტიკების ზეგროვათა ჯგუფში შედიან, რომლებიც ე.წ. ვოიდებს წარმოქმნიან. ეინსტომ განავითარა თეორია, ავტომატური და ნახევრად ავტომატური ტელესკოპებით დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე დაკვირვების შესახებ, კერძოდ, მისი იდეა იყო თანამგზავრებზე დასაკვირვებლად ტელესკოპების ოთხღერძოვან სისტემაზე დამაგრება.

1994 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი11577 Einasto, იან ეიანსტოს პატივსაცემად, მის სახელს ატარებს.

2014 წელს, იან ეინასტო, გრიუბერის პრემიის ლაურეატი გახდა[5] (კენეთ ფრიმენთან, ბრენტ ტალთან და სიდნი ვან-დენ-ბერგთან ერთად) კოსმოლოგიის დარგში, გალაქტიკების (მათ შორის, ადგილობრივი ჯგუფი) სტრუქტურის და შემადგენლობის შესწავლისთვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г, Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп., Киев: Наукова думка, 1986. — გვ. 512.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Estonian Research Portal
  2. 2.0 2.1 Alaküla A. Kes on kes? Eesti 2000Tallinn: 2000. — 271 გვრ. — ISBN 978-9985-60-789-3
  3. https://gruber.yale.edu/cosmology-laureates
  4. Einasto, Jaan (2013). Dark Matter and Cosmic Web Story. World Scientific Publishing. ISBN 978-981-4551-05-2. „In the 1930's [the] Estonian government started a campaign to change German names to Estonian ones. So our family name was also changed. My father was a real patriot of Estonia, so he invented the name "Einasto", which is a permutation of "Estonia". The name was patented, so nobody else can have this name. In this respect our family name is unique.“ 
  5. Tamme, Virge. Jaan Einasto received the Gruber Foundation Cosmology Prize. University of Tartu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 27 January 2015.