იან დრდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან დრდა
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1915(1915-04-04)[1] [2] [3] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი პრშიბრამი[5] [6]
გარდაცვალების თარიღი 28 ნოემბერი, 1970(1970-11-28)[1] [2] [3] [3] [5] [6] (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი დობრიჟიში[3] [3] [5] [6]
დასაფლავებულია დობრიჟიში
საქმიანობა მწერალი[5] , სცენარისტი, დრამატურგი[5] , ჟურნალისტი, პუბლიცისტი[5] და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა  ჩეხოსლოვაკია
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი[7]
ჯილდოები კლემენტ გოტვალდის სახელობის სახელმწიფო პრემია

იან დრდა (ჩეხ. Jan Drda; დ. 4 აპრილი, 1915, ავსტრია-უნგრეთი — გ. 28 ნოემბერი, 1970, დობრიჟიში, ჩეხოსლოვაკია) — ჩეხი პროზაიკოსი, დრამატურგი, რედაქტორი, სცენარისტი, საზოგადო მოღვაწე.

1915 წლის 4 აპრილს დაიბადა ჩეხეთში (მაშინ ავსტრია-უნგრეთი) მუშის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1934–1938 წლებში, სწავლობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე პრაღის უნივერსიტეტში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1937 წლიდან დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა — წერდა რეპორტაჟებს, ფელეტონებსა და სკეჩებს. 1948–1952 წლებში გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო. დაწერა რამდენიმე კინოსცენარი. 1945 წელს მონაწილეობდა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგობის მოძრაობასა და პრაღის აჯანყებაში. 1949–1956 წლებში ჩეხოსლოვაკიის მწერალთა კავშირის მდივანი იყო, 1968 წელს კი ღიად გამოვიდა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა არმიის შეჭრის წინააღმდეგ, რის გამოც მოხსნეს რედაქტორის თანამდებობიდან. ორი წლის შემდეგ, 1970 წლის 28 ნოემბერს, გარდაიცვალა დობრჟიშში. მწერალი ხშირად ეხებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხს. მოთხრობა „უმაღლესი პრინციპიც“ პიროვნების პრინციპების დაცვასა და ღირსების საკითხებს ეხება ექსტრემალურ ვითარებაში, როცა ჩეხოსლოვაკიაში გერმანელი ნაცისტები ბატონობდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ რა არის თავისუფლება?“, გამომცემლობა ააიპ „მოქალაქე“, თბ., 2016

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #124429939 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Czech National Authority Database
  4. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 The Fine Art Archive — 2003.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Regional Database of the Central Bohemian Research Library in Kladno
  7. Lidové novinyMAFRA, 1893. — ISSN 0862-5921