იანუშ კორჩაკი
იანუშ კორჩაკი | |
---|---|
პოლ. Janusz Korczak | |
| |
დაბ. თარიღი | 22 ივლისი, 1878[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | ვარშავა |
გარდ. თარიღი | 7 აგვისტო, 1942[1] (64 წლის) |
გარდ. ადგილი | ტრებლინკის სიკვდილის ბანაკი, Treblinka, General Government[1] |
მოქალაქეობა | პოლონეთის მეორე რესპუბლიკა |
ეროვნება | აშქენაზები[10] |
საქმიანობა | პედაგოგი, პედიატრი, საბავშვო მწერალი, სცენარისტი, პედაგოგი, ადამიანის უფლებათა დამცველი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი |
მუშაობის ადგილი | Bersohns and Baumans Children's Hospital, რუსეთის იმპერიის არმია, Free Polish University და Polish Armed Forces |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი და Flying University |
მეუღლე | |
მამა | Józef Goldszmit |
დედა | Cecylia Gębicka |
ჯილდოები | გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[11] , Golden Laurel of the Polish Academy of Literature, თეთრი არწივის ორდენი, Silver Cross of Merit და პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი |
საიტი | pskorczak.org.pl |
იანუშ კორჩაკი (პოლ. Janusz Korczak; ნამდვილი სახელი ჰენრიხ გოლდშმიტი (პოლ. Henryk Goldszmit); დ. 22 ივლისი, 1878 ან 1879, ვარშავა — გ. 7 აგვისტო, 1942, ტრებლინკა) — ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1878 ან 1879 წლის 22 ივლისს ვარშავაში[13] ინტელიგენტი ასიმილირებული ებრაელების ოჯახში და საერთოდ არ იცოდა არც ივრითი და არც იდიში. კორჩაკის ბაბუა ჰირშ გოლდშმიტი, ექიმი იყო ებრაულ საავადმყოფოში და აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „Ha-Maggid“-თან, მამამისი, იუზეფ გოლდშმიტი (1846-1896 წწ.), განათლებით იურისტი იყო და პოლონურ ენაზე აქვეყნებდა ნამუშევრებს იუდაიზმის შესახებ.
კორჩაკი სწავლობდა ვარშავაში მდებარე რუსულ გიმნაზიაში, სადაც გამეფებული იყო მკაცრი დისციპლინა. თეატრში წასვლა ან არდადეგებზე სახლში გამგზავრება, მხოლოდ დირექციის წერილობითი თანხმობის შედეგად შეიძლებოდა. სწავლება მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, უკვე პირველი კლასიდან სწავლობდნენ ლათინურს, მეორე კლასიდან - ფრანგულსა და გერმანულს, ხოლო მესამე კლასიდან - ბერძნულს.
1889 წელს მამამისს ფსიქიკური ავადმყოფობის ნიშნები აღმოაჩნდა. დროდადრო მას უწევდა სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობა, რაც საკმაოდ ძვირი იყო და ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა. ამის გამო ჰენრიხმა უკვე მეხუთე კლასიდან (15-16 წ.) რეპეტიტორობით დამატებითი თანხის გამომუშავება დაიწყო.
1898 წელს კორჩაკი ვარშავის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. პარალელურად სწავლობდა იატაკქვეშა უმაღლეს კურსებს[14]. 1899 წლის ზაფხულში შვეიცარიაში გაემგზავრა, რათა იოჰან პესტალოცის პედაგოგიურ იდეებს უფრო ახლოს გაცნობოდა. თავისი მოგზაურობის დროს კორჩაკი განსაკუთრებით სკოლებით და საბავშვო საავადმყოფოებით ინტერესდებოდა.
1903-1911 წლებში ბერსონოვისა და ბაუმანის სახელობის ებრაულ საბავშვო საავდმყოფოში მუშაობდა და ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას საზაფხულო ბანაკებში. იანუშ კორჩაკი იყო ობოლი ბავშვების დახმარების ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. 1905 წლის 23 მარტს მიიღო ექიმის დიპლომი. სამხედრო ექიმის ხარისხით მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1907 წელს ერთი წლით მიემგზავრება ბერლინში სადაც ისმენდა ლექციებს, გადიოდა პრაქტიკას საბავშვო საავადმყოფოებში და ეცნობოდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სტაჟირებაზე იმყოფებოდა ასევე საფრანგეთში და ინგლისის ბავშვთა თავშესაფრებში.
1911 წელს კორჩაკმა მიატოვა სამედიცინო საქმიანობა და ებრაელი ბავშვებისათვის კროხმალნის ქუჩაზე „ობოლთა სახლი“ გახსნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე (1914-1918 წლების გამოკლებით) ხელმძღვანელობდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს 1914-1918 წლებში რუსეთის არმიის საველე ჰოსპიტალში მსახურობდა. მოგვიანებით მუშაობდა კიევის ბავშვთა თავშესაფრებში, სადაც დაწერა წიგნი „როგორ უნდა გიყვარდეს ბავშვი“[15].
1918 წელს კორჩაკი ვარშავაში დაბრუნდა, სადაც ხელმძღვანელობდა ბავშვთა თავშესაფრებს, ასწავლიდა, თანამშრომლობდა ჟურნალებთან, კითხულობდა ლექციებს პოლონეთის თავისუფალ უნივერსიტეტში და უმაღლეს ებრაულ პედაგოგიურ კურსებზე. პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის პერიოდში სამედიცინო სამსახურის მაიორის წოდებით, მსახურობდა ლოძის სამხედრო ჰოსპიტალში.
1919–1936 წლებში მსახურობდა პოლონელი ბავშვების თავშესაფარში „ჩვენი სახლი“, სადაც იყენებდა ნოვატორულ პედაგოგიურ მეთოდებს. 1926–1932 წლებში რედაქტორობდა ყოველკვირეულ „Mały Przegląd“-ს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მისი მოსწავლეები.
პოლიტიკური შეხედულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორჩაკი თავისი ობოლთა თავშესაფრის შესახებ ამბობდა:
„სხვა თავშესაფრები ამრავლებენ კრიმინალებს, ჩვენ კი ვამრავლებთ კომუნისტებს.“
|
მართლაც, ობოლთა სახლის ბევრი კურსდამთავრებული პოლონეთის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. თავად კორჩაკი კომუნისტური იდეებისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი. მან ერთხელ განაცხადა:
„მე პატივს ვცემ ამ იდეებს, მაგრამ ეს სუფთა წვიმის წყალია, რომელიც დედამიწაზე დაღვრის დროს ბინძურდება.“
|
ებრაული მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1899 წელს სტუმრის ხარისხით ესწრებოდა მსოფლიო სიონისტურ კონგრესს. თაყვანს სცემდა თეოდორ ჰერცლს, მაგრამ მას არ გაუზიარებია სიონიზმის იდეები, რადგან ყველა საკითხში თავს პოლონელად მიიჩნევდა, გარდა რელიგიისა, რადგან მისი აზრით ეს იყო თითოეული ადამიანის პირადული საკითხი. იგი ელოდებოდა პოლონეთის დამოუკიდებლობას და ებრაელების სრული ასიმილაციის სჯეროდა. ებრაელების 1918-1919 წლების სისხლიანმა დარბევებმა კორჩაკს იმედები გაუცრუა.
გერმანიის ხელსიუფლებაში ჰიტლერის მოსვლამ და პოლონეთში ანტისემიტიზმის გაძლიერებამ კორჩაკში ებრაული თვითმყოფადობა გამოაღვიძა. იგი გახდა ებრაული სააგენტოს პოლონეთის არასიონისტი წარმომადგენელი. 1934 და 1936 წლებში მოინახულა ბრიტანეთის მანდატის ქვეშ მყოფი პალესტინა, სადაც შეხვდა თავის ყოფილ მოსწავლეებს. კიბუცების საგანმანათლებლო და სოციალურმა პრინციპებმა კორჩაკზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა.
მეორე მსოფლიო ომის წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1939 წელს ფაშისტების მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ გაემგზავრა ვარშავაში და პოლონურ არმიაში ჩაირიცხა. 1940 წელს ობოლთა სახლის აღსაზრდელებთან ერთად გადაიყვანეს ვარშავის გეტოში. ამ პრიოდში კორჩაკი დააპატიმრეს და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა. გაათავისუფლეს პროვოკატორ აბრაამ განცვაიხის თხოვნით, რომელსაც ებრალებს შორის ავტორიტეტის მოპოვება სურდა.
გეტოში კორჩაკმა მთელი თავისი მოღვაწეობა ბავშვებს მიუძღვნა, გმირულად შოულობდა მათთვის საკვებსა და მედიკამენტებს. კორჩაკის აღსაზრდელები სწავლობდნენ ივრითსა და იუდაიზმის საფუძვლებს. ფესახამდე რამდენიმე კვირით ადრე კორჩაკმა 1942 წელს ებრაულ სასაფლაოზე გამართა საიდუმლო ცერემონიალი: თორას ხუთწიგნეულით ხელში თავის მოსწავლეებს დააფიცებინა, რომ იქნებოდნენ კარგი ებრაელები და პატიოსანი ადამიანები.
1942 წელს ობოლთა სახლის დეპორტაციის შემდეგ თავის აღსაზრდელებთან ერთად ტრებლინკაში გააგზავნეს. კორჩაკმა უკანასკნელ მომენტში უარი განაცხადა თავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად გაზის კამერებში სიკვდილი არჩია[16].
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1978 წელი იუნესკომ კორჩაკის წლად გამოაცხადა[17].
ყოველი წლის 23 მარტს პოლონეთში და ბელარუსში უშვებენ ფრანს, კორჩაკისა და გეტოში დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად.
1978 წელს იერუსალიმში, იად-ვაშემის მემორიალურ მუზეუმში აღმართეს ბარუხ საკციერის ძეგლი „იანუშ კორჩაკი და მისი ბავშვები“.
ყოველწლიურად აგვისტოს დასაწყისში იად-ვაშემის მუზეუმში აღინიშნება კორჩაკისა და მისი ბავშვების დეპორტაციის თარიღი, 2012 წელს აღნიშნულ საღამოზე გამოცხადდა იანუშ კორჩაკის სამი ყოფილი მოსწავლე.
2004 წლიდან რუსეთში პედაგოგიური ინოვაციების კონკურსში გამარჯვებისათვის გაიცემა იანუშ კორჩაკის სახელობის მედალი[18].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118565397 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ ПроДетЛит — 2019.
- ↑ Педагоги и психологи мира — 2012.
- ↑ https://encyklopedia.pwn.pl/haslo/Korczak-Janusz;3925700.html
- ↑ https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/1970-1979/janusz-korczak
- ↑ https://commons.wikimedia.org/wiki/Category:Janusz_Korczak
- ↑ მამამისმა თავის დროზე არ აიღო დაბადების მოწმობა, ამის გამო კორჩაკის დაბადების წელი ზუსტად არაა ცნობილი.
- ↑ Betty Jean Lifton, The King of Children: The Life and Death of Janusz Korczak, St. Martin’s Press, 1997, p. 35 — 40 ISBN 0-312-15560-3
- ↑ «The King of Children. The Life and Death of Janusz Korczak» by Betty Jean Lifton. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-24. ციტირების თარიღი: 2014-08-20.
- ↑ სტატია „იანუშ კორჩაკი“ ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
- ↑ Александр ШАРОВ. ЯНУШ КОРЧАК. Послесловие к сборнику «Король Матиуш Первый». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-08-20.
- ↑ Всероссийский открытый конкурс «Педагогические инновации»