იანვარ უმბატოვი

From ვიკიპედია
Jump to navigation Jump to search
იანვარ უმბატოვი
აზერ. Ənvər Hümbətov
1950 – 1993
ეროვნება საქართველოს აზერბაიჯანელი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1950
დაბადების ადგილი ალგეთი, მარნეული, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 1993 (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი აფხაზეთი, საქართველო
კუთვნილება საქართველოს დროშა საქართველო
ჯარის სახეობა სარაკეტო თავდაცვა
სამხედრო სამსახურის წლები 1992 – 1993
წოდება Georgia Army OF-1c.png ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი
ჯილდოები
ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

იანვარ ორუჯის ძე უმბატოვი (აზერ. Ənvər Oruc oğlu Hümbətov; დ. 1 იანვარი, 1950, ალგეთი, მარნეული, საქართველო — გ. 4 ივლისი, 1993, აფხაზეთი, საქართველო) — აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, აფხაზეთის ომის მონაწილე და ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვებული.

ადრეული წლები[edit | edit source]

იანვარ უმბატოვი 1950 წლის 1 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში დაიბადა. მძიმე ეკონომიკური მიძეძებით, მისი ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ რუსთავში გადავიდა, სადაც იანვარი ქალაქ რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა წარჩინებით დაასრულა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი მუშაობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო. პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რუსთავის ფილიალის მეტალურგიის მიმართულებაზე. ქარხანაში მუშაობის პერიოდში იგი ქარხნის ქიმიური წარმოების ნაწილის მთავარი მექანიკოსი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ, იგი სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის პოლონეთში განლაგებულ სარაკეთო თავდაცვის შენაერთში გაიარა, საიდანაც ლეიტენანტის წოდებით უკან საქართველოში დაბრუნდა.

დაოჯახებული იყო ფატმა ხასიევაზე, რომლისგან ორი შვილი ჰყავს: ვაჟი — ემილი და ქალიშვილი — ოფელია.

აფხაზეთის ომი[edit | edit source]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში სეპარატისტული განწყობები გაიაქტიურდა. 1992 წლის ბოლოსთვის, აფხაზი სეპარატისტების გააქტიურების შემდეგ, უმბატოვი რუსთავის სამხედრო კომისარიატს მიმართა და თავისი ნებით აფხაზეთში წავიდა. იბრძოდა რეგიონის ცხელ წერტილებში, როგორიცაა ტყვარჩელი, ლაბრა და შრომა.

1993 წლის 4 ივლისს, სამხედრო დავალების წარმატებულად შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას ჩასაფრებული აფხაზების გარემოცვაში მოყვა და თავისი ჯგუფის გათავისუფლებისთვის თავი გაწირა. მისი თავგანწირვის შედეგად, 25-დან 30-მდე ჯარისკაცი გადარჩა.

იანვარ უმბატოვი სიკვდილისას 43 წლის იყო, თავისი და ოჯახის ანდერძით, მარნეულის სოფელ ალგეთში დაასაფლავეს, სადაც დაიბადა.

სიკვდილის შემდეგ[edit | edit source]

1994 წლის 30 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, იანვარ უმბატოვს „საბრძოლო ველზე გამოჩენილი გამბედაობისა და თავგანწირვისთვის“ ვახტანგ გორგასლის ორდენი მიენიჭა,[1] რომელიც ენიჭება საქართველოს მოქალაქეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის.[2]

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის აღმართულ მემორიალურ დაფაზე იანვარ ორუჯის ძე უმბატოვის სახელიც წერია.

დავით მაისურაძის მიერ დაწერილ წიგნში „სამშობლოს შვილები“, რომელიც აზერბაიჯანულ-ქართულ მეგობრობას ეხება, უმბატოვს განსაკუთრებულად მოიხსენიებს. მაისურაძე წიგნში მოიხსენიებს 600-მდე საქართველოს აზერბაიჯანელს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის იბრძოდნენ. აქედან 13 მებრძოლმა „ვახტანგ გორგასლის ორდენით“ დაჯილდოვდა.[3]

იხილეთ აგრეთვე[edit | edit source]

სქოლიო[edit | edit source]