იანგინლი (ბორჩხა)
იანგინლი (თურქ. Yangınlı) — ართვინის პროვინციის ბორჩხის რაიონში მდებარე სოფელ ალაჯის უბანი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრე, დამოუკიდებელი სოფელი იანგინლის ძველი სახელი იყო „ბანაკნა“. ქართული ტოპონიმი თურქულშიც შევიდა როგორც ბანაკნა (باناقنا).[1]
სოფელი ბანაკნა მდებარეობდა კლარჯეთში, რომელიც ისტორიული საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. ოსმალებმა ეს რეგიონი XVI საუკუნეში დაიპყრეს.[2] დღემდე კარგად შემონახული ერთმალიანი ქვის ხიდი, ბანაკნის ხიდი, სავარაუდოდ ამ პერიოდიდან მომდინარეობს.
სოფელი ბანაკნა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, საომარი რეპარაციის ნაწილის სახით, ოსმალეთის იმპერიამ რუსეთს გადასცა. 1886 წლის აღწერისას რუსულმა ადმინისტრაციამ სოფელი დაარეგისტრირა სახელით „ვანაკნა“ (Ванакна). ის იყო ბათუმის ოლქის გონიოს მაზრის, სანათისის თემის ექვსი სოფლიდან ერთ-ერთი. სოფელის 9 ოჯახში ცხოვრობდა 49 ადამიანი, მათგან 26 მამაკაცი და 23 ქალი. სოფლის მოსახლეობა აღწერაში დაფიქსირებულია როგორც „აჭარლები“, რაც ნიშნავს მუსლიმ ქართველებს. ბანაკნა იყო ამ თემის ყველაზე პატარა სოფელი მოსახლეობის რაოდენობით.[3] რუსული მმართველობის პერიოდში რეგიონში კვლევითი ექსპედიციით მყოფი ქართველი ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა, რომ სოფელი, რომელსაც ის „ბანაკის“ ფორმით წერდა, მდებარეობდა წაბლნარის სახელის მქონე გორაკის ძირში და იქ 10 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო 3 ოჯახი 1893 წლამდე ოსმალეთში გადასახლდა.[4][5]
სოფელი ბანაკნის თურქეთისთვის გადაცემის შემდეგ, 1922 წელს ართვინის ლივაში ჩატარებულ მოსახლეობის აღწერაში, სოფელში, რომელიც „ბანაგანის“ ფორმით არის ჩაწერილი, 2 ოჯახში ცხოვრობდა 8 ადამიანი, 3 ქალი და 5 მამაკაცი და მთელი მოსახლეობა შედგებოდა ქართველებისგან. ამ დროს დასახლება ართვინის ლივას ბორჩხის მაზრის ცენტრალურ თემს ეკუთვნოდა.[6] ართვინის პროვინციის მკვლევარი მუვაჰიდ ზეკი თავის 1927 წელს გამოცემულ წიგნში სოფლის სახელს წერს როგორც ბანაკნა (باناقنا). 1926 წლის მოსახლეობის აღწერაში სოფელში 2 ოჯახში დაფიქსირდა 13 ადამიანი, მათგან 8 მამაკაცი და 5 ქალი. ამ დროისთვის ბორჩხის მაზრა თემად იყო გარდაქმნილი.[7]
ბანაკნის სახელი, ართვინის პროვინციის სხვა სოფლების მსგავსად, 1925 წელს შეიცვალა და სოფელს იანგინი (ხანძარი) დაერქვა.[8] 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ეს დასახლება გვხვდება როგორც „იანღინ“ (یانغین).[9] იმის გამო, რომ ის არ არის შეტანილი 1935 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, ჩანს, რომ იანგინის სოფელი როგორც უბანი, მიუერთდა ალაჯის სოფელს. ეს დასახლება იანგინლის სახელით დღესაც სოფელ ალაჯის უბანს წარმოადგენს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 118.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 Mayıs 2025.
- ↑ Roland Topçişvili, Gürcülerin Etnik Tarihi ve Gürcistan'ın Tarihsel-Etnografik Bölgeleri (ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები), 2002, s. 66-67.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ekim 2021.
- ↑ Свод статистических данных о населении Закавказскаго края, извлеченных из посемейных списков 1886 г. (Transkafkasya Bölgesinin Nüfusuna Dair 1886 Yılı Aile Listelerinden Edinilmiş istatistik Verilerin Özeti), Tiflis, 1893, "Batum oblastı" - 1253.
- ↑ Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcüler ve Gürcistan’daki Köyleri (მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში), Tiflis, 1913, s. 147.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 Ocak 2024.
- ↑ Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcülerin Osmanlı Ülkesine Büyük Göçü (ქართველ მაჰმადიანთ დიდი გადასახლება ოსმალეთში მუჰაჯირი-ემიგრაცია), Tiflis, 1912, s. 135.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ekim 2022.
- ↑ Nurşen Gök, “Artvin Livası'nın Anavatan'a Katılışı Sırasındaki Durumuna İlişkin Belgeler”, Ankara Üniversitesi Türk İnkılâp Tarihi Enstitüsü Atatürk Yolu Dergisi, Sayı: 41, Mayıs 2008, s. 89-104.
- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 118.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 Mayıs 2025.
- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 118.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 Mayıs 2025.
- ↑ Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 79.