შინაარსზე გადასვლა

იანაკას სასაფლაო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იანაკის სასაფლაო
იაპონ. 谷中霊園

ალუბლების ყვავილობა იანაკის სასაფლაოზე, მარცხნივ ჩანს პოლიციის შენობა.
შეიქმნა 1872
მდებარეობა ტოკიო
ქვეყანა იაპონია
კოორდინატები 35°43′31″N 139°46′14″
ტიპი საზოგადო
ფართობი 10 ჰა
საფლავთა რაოდენობა 7000
საიტი tokyo-park.or.jp/reien/park/index073.html

იანაკის სასაფლაო

იანაკას სასაფლაო (იაპონ. 谷中霊園, იანაკა რეიენ) — დიდი სასაფლაო, მდებარეობს იაპონიაში, ტოკიოში, ტაიტოს რაიონში. ტაიტოს იანაკას სექტორი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ტოკიოს უბნებიდან, სადაც ძველი შიტამაჩის ატმოსფერო კვლავ იგრძნობა. სასაფლაო ცნობილია თავისი მშვენიერი ალუბლის ყვავილებით აპრილში, რომლებიც მთლიანად ფარავს მის ბილიკებს და ამ მიზეზით მის ცენტრალურ ქუჩას ხშირად უწოდებენ ალუბლის ყვავილების ქუჩას. ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 7,000 საფლავს და ფარავს 102,537 მ² ფართობს.[1]

სასაფლაოს სახელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, თუმცა მას ჯერ კიდევ ხშირად უწოდებენ მის ძველ ოფიციალურ სახელს, იანაკა ბოჩის (იაპონ. 谷中墓地, იანაკას სასაფლაოს), და არა იანაკა რეიენ-ს. მას აქვს 100 000 მ²-ზე მეტი ფართობი, რომელზეც განთავსებულია დაახლოებით 7 000 საფლავი. სასაფლაოს აქვს საკუთარი პოლიციის განყოფილება და პატარა კედლებით გარშემორტყმული ტერიტორია, რომელიც ეკუთვნის ტოკუგავას კლანს, იაპონიის ტოკუგავას შოგუნის 15 ოჯახს, თუმცა ის დახურულია საზოგადოებისთვის და გარს აკრავს ორმაგი გისოსებიანი კარიბჭე. ბოლო შოგუნი ტოკუგავა იოშინობუ, ასევე ცნობილი როგორც კეიკი, აქ დასვენებულა.

სასაფლაო ადრე ბუდისტური ტაძრის, ტენო-ჯის (იაპონ. 天王寺), ნაწილი იყო, და მისი ცენტრალური ქუჩა იყო გზა (სანდო), რომელიც მას უახლოვდებოდა. ცენტრალური ქუჩის დაახლოებით შუა წერტილში მდებარეობს ხუთსართულიანი პაგოდის ნანგრევები, რომელიც გახდა მოდელი კოდა როჰანის რომანისთვის „ხუთსართულიანი პაგოდა“. პაგოდა იყო შემოწირულობა, რომელიც გაკეთდა 1908 წელს თავად ტენო-ჯის მიერ. ხუთსართულიანი პაგოდა დაიწვა ზაფხულის ერთ ღამეს, 1957 წელს. იანაკას ხუთსართულიანი პაგოდის დაწვის ამბავი ფიგურირებს ორმაგი თვითმკვლელობის საქმეში, რომელიც 1957 წელს მოხდა. ეს პაგოდა მოგვიანებით ქალაქის ხელისუფლებამ ისტორიულ ძეგლად გამოაცხადა.

მეიჯის რესტავრაციის შემდეგ მთავრობა ატარებდა ბუდიზმისა და შინტოს გამიჯვნის პოლიტიკას (შინბუცუ ბუნრი), რის შემდეგაც შინტოისტური დაკრძალვის რიტუალი კიდევ უფრო გავრცელდა. ეს წარმოშობდა გარკვეულ პრობლემებს, რადგან იმ დროსთვის სასაფლაოების უმრავლესობა ბუდისტური ტაძრების საკუთრება იყო. საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, გაეხსნათ საჯაარო სამარხები. 1872 წელს მეიჯის ხელისუფლებამ კონფისკაცია გაუკეთა ტენო-ჯის ნაწილს და გამოაცხადა იგი ტოკიოს საზოგადო სასაფლაოდ, რომელიც იმ დროს ქვეყნის უდიდესი სასაფლაო იყო.

იანაკა ბოჩიმ დღევანდელი სახელი (იანაკის სასაფლაო, იანაკა რეიენ) მიიღო 1935 წელს.[2]

სასაფლაო მდებარეობს 1 წუთის სავალზე ჯ.რ.-ს ნიპორის სადგურიდან და 5 წუთის სავალზე ჯ.რ.-ს ნიში-ნიპორის სადგურიდან და უგუისუდანის სადგურიდან.

იანაკას სასაფლაოზე, სხვებთან ერთად, დაკრძალული არიან:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Edward Seidensticker: Low City, High City: Tokyo from Edo to the Earthquake: how the shogun's ancient capital became a great modern city, 1867-1923
  2. Edward Seidensticker: Low City, High City: Tokyo from Edo to the Earthquake: how the shogun's ancient capital became a great modern city, 1867-1923