იამასიტას ოქრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომოიუკი იამასიტა 1945 წელს

იამასიტას ოქრო ცნობილია ასევე, როგორც იამასიტას საგანძურიმეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის არმიის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გატაცებული სავარაუდო ძვირფასეულობა, რომელიც შემდეგ ჩაფლეს ფილიპინების გამოქვაბულებში, გვირაბებში და მიწისქვეშა კომპლექსებში. განძეულობას სახელი უწოდეს იაპონელი გენერლის ტომოიუკი იამასიტას სახელის მიხედვით, რომელიც ასევე ცნობილია „მალაიის ვეფხვის“ ზედწოდებით და რომელიც ხელმძღვანელობდა იაპონიის ძალებს ფილიპინებში. მოსაზრება, რომ განძი დღემდე ისევ ფილიპინებში იმალება, განძზე მონადირეებს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგერ უკვე 50 წელიწადზე მეტია, თუმცა ექსპერტების უმეტესობა უარყოფს განძის არსებობას[1][2]. განძი აღმოჩნდა მძიმე სასამართლო გარჩევის თემა ჰავაის შტატის სასამართლოში 1988 წელს, რომლის მხარეებსაც წარმოადგენდნენ ფილიპინელი განძზე მონადირე როგელიო როხასი და ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი[3].

ძარცვა და სავარაუდო დამალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამასიტას ოქროს არსებობის თეორიის ყველაზე ცნობილი მომხრეები იყვნენ სტერლინგ და პეგი სიგრიევები, რომლებმაც დაწერეს ორი წიგნი აღნიშნულ თემაზე: „იამასიტოს დინასტია: იაპონიის იმპერატორის ოჯახის საიდუმლო ისტორია“ (2000 წ.) და „ოქროს ომი: იამასიტოს ოქროს საიდუმლო ამერიკული ნადავლი“ (2003 წ.). სიგრიევები აცხადებდნენ, რომ ძარცვის ორგანიზება მოახერხეს, როგორც იაკუძის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით იოსიო კოდამამ, ასევე მაღალი დონის იაპონურმა საზოგადოებამ, მათ შორის იმპერატორმა ჰიროჰიტომ[4]. იაპონიის მთავრობამ სრულიად დააფინანსა სამხედრო კამპანია ფილიპინებში. მათივე მტკიცებით, ჰიროჰიტომ ამ მიზნით თავისი ძმა, პრინცი იასუჰიტო დანიშნა საიდუმლო ორგანიზაციის „კინ ნო იურის“ („ოქროსფერი შროშანი“) ხელმძღვანელად. სავარაუდოდ, ბევრი მათგანი ვინც იცოდა საგანძურის მდებარეობის შესახებ, დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ან მიუსაჯეს სიკვდილი მოკავშირეებთან კავშირის გამო, ან კიდევ დააპატიმრეს. თვით ტომოიუკი იამასიტას სამხედრო დანაშაულისათვის სიკვდილი მიუსაჯეს და განაცენი აღასრულეს ამერიკელებმა 1946 წლის 23 თებერვალს[4].

არსებული ინფორმაციით, მოპარული ქონება შეიცავს მრავალი სახის ძვირასეულობას ბანკებიდან, საცავებიდან და სხვა კომერციული ფართებიდან, ასევე მუზეუმებიდან, კერძო სახლებიდა და ღვთისმსახურების ადგილებიდან[4].

სხვადასხვა ინფორმაციით, მოპარული ძვირფასეულობის თავდაპირველად შეგროვეს სინგაპურში, ხოლო შემდეგ გადაიტანეს ფილიპინებში.

სიგრიევები აღნიშნავდნენ, რომ ამერიკის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელმა ედვარდ ლანსდეილმა აღმოაჩინა ნაძარცვის დიდი ნაწილის ადგილმდებარეობა. ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ლანსდეილი თანამშრომლობდა იმპერატორ ჰიროჰიტოსთან და აღნიშნული განძი გამოიყენა აშშ-ის სადზვერვო ოპერაციების დაფინანსებისათვის ცივი ომის პერიოდში. ამ ხმებმა აღაფრთოვანა განძზე მონადირეები, მაგრამ ფილიპინელი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ეჭვის დასადასტურებლად არ არსებობდა არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულება[5].

1992 წელს იმელდა მარკოსმა განაცხადა, რომ იამასიტას ოქრო წარმოადგენდა მისი მეუღლის ფერდინანდ მარკოსის ქონების ძირითად ნაწილს[6][7].

ბევრი ენთუზიასტი, როგორც ფილიპინებიდან ასევე საზღვარგარეთიდან აქტიუტად განაგრძობს განძის ძიებას.

1995 წლიდან გეოლოგიურ კვლევებს აკონტროლებს ფილიპინების ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის შახტებისა და გეოლოგიური მეცნიერებების ბიურო.

როგელიო როხასის სასამართლო პროცესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს ფილიპინელმა განძის მაძიებელმა როგელიო როხასმა ჰავაის შტატის სასამართლოში შეიტანა სარჩელი ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის ფერდინანდ მარკოსისა და მისი მეუღლის იმელდა მარკოსის წინააღმდეგ და ადანაშაულებდა მათ ქურდობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში. მან განაცხადა, რომ 1961 წელს ქალაქ ბაგიოში იგი შეხვდა იაპონიის არმიის ყოფილი წევრის შვილს, რომელმაც შეადგინა იამასიტას ლეგენდარული საგანძურის მდებარეობის რუკა. როხასი კიდევ მიუთითებდა ერთ ადამიანზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა იამასიტას თარჯიმნად და რომელმაც უამბო მიწისქვეშა სამალავებში ვიზიტის შესახებ, სამალავებში სადაც ინახებოდა ოქრო და ვერცხლი, და ასევე ბუდას ოქროს ქანდაკება. როხასმა განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მან ჩამოაყალიბა განძის მაძიებელთა ჯგუფი და ნებართვა მიიღო მარკოსის ნათესავის, ჯუდგე პიო მარკოსისაგან.

მისი თქმით მან და მისმა ჯგუფმა ქალაქ ბაგიოსთან ახლოს აღმოაჩინეს ხიშტები, კატანა, რადიო და ადამიანის ჩონჩხი, რომელსაც ეცვა იაპონიის არმიის ფორმა, ბუდას სამფუტიანი (91 სმ) ქანდაკება და ყუთების დიდი რაოდენობა. მისი თქმით, მან გახსნა მხოლოდ ერთი ყუთი, რომელშიც ეწყო ოქროს ზოდები. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა გაიგო ოქროს აღმოჩენის შესახებ გასცა ბრძანება როხასის დაპატიმრების შესახებ, ხოლო ბუდას ქანდაკება და ოქრო ჩამოართვა.

1986 წელს ფერდინანდ მარკოსი გადააყენეს. როხასმა ისარგებლა ამით და მოითხოვა კომპენსაცია მიყენებული ზარალისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. როხასი გარდაიცვალა სასამართლო სხდომის წინადღეს[8], მაგრამ სიკვდილამდე მან ჩვენება მისცა, რაც შემდეგ მტკიცებულებად გამოიყენეს. 1996 წელს როხასმა და ოქროს ბუდის კორპორაციამ მოიგო სასამართლო პროცესი და კომპენსაციად მიიღეს 22 მლნ ამერიკული დოლარი, რომელმაც პროცენტების ჩათვლით შეადგინა 40,5 მლრდ დოლარი. 1998 წელს ჰავაის სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ როხასმა აღმოაჩინა, ხოლო მარკოსმა მიითვისა ქონება, მაგრამ სასამართლომ უარყო 22 მლნ დოლარის კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან ოქროთი სავსე ოთახის არსებობა ეს იყო სპეკულაცია და ასანაზღაურებლად დააწესა ოქროს ბუდისა და 14 ოქროს ზოდის ღირებულება. საბოლოოდ მათ მიიღეს 13 275 848,37 დოლარი, საიდანაც როხასმა მიიღო 6 მლნ დოლარი უფლებების დარღვევის ასანაზღაურებლად[9].

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით „იამასიტას საგანძური აღმოაჩინა როხასმა, ხოლო იგი მიითვისა მარკოსის ხალხმა“[10].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Asian Pacific Post, «Searching for the lost treasure of Yamashita» (Wednesday, August 24, 2005) დაარქივებული December 7, 2006[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Access date: January 10, 2007. «Enduring Myths by Ambeth R. Ocampo (January 17, 2004)»[მკვდარი ბმული] Access date: December 6, 2007.
  2. The loot of Luzon, Tokyo gold buried in the Philippines–really?. Usnews.com. ციტირების თარიღი: 2012-03-26.
  3. Supreme Court of Hawaii, Roxas v. Marcos, November 17, 1998. Uniset.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტირების თარიღი: 2012-03-26.
  4. 4.0 4.1 4.2 Chalmers Johnson, «The Looting of Asia»; review of Gold Warriors დაარქივებული 2006-05-27 საიტზე Wayback Machine. , London Review of Books v. 25, no. 22 (November 20, 2003)
  5. Asian Pacific Post, «Searching for the lost treasure of Yamashita» (Wednesday, August 24, 2005) დაარქივებული December 7, 2006[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Access date: January 10, 2007
  6. The Bulletin — Google News Archive Search
  7. The Pittsburgh Press — Google News Archive Search
  8. «22-billion award vs. Marcoses reversed», Filipino Express, November 29, 1998
  9. იხ.:
  10. ''Republic of the Philippines v Pimentel, Petition for a Writ for Certiorari, United States Supreme Court, p. 43 (PDF). ციტირების თარიღი: 2012-03-26.