შინაარსზე გადასვლა

იამალის ნახევარკუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იამალის ნახევარკუნძული
კოორდინატები: 71° ჩ. გ. 70° ა. გ. / 71° ჩ. გ. 70° ა. გ. / 71; 70
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფართობი 122 000 კმ²
სიგრძე 700 კმ
სიგანე 240 კმ
აკვატორია კარის ზღვა
ბაიდარაცკის ყურე
ობის ყურე
იამალის ნახევარკუნძული — რუსეთი
იამალის ნახევარკუნძული

იამალის ნახევარკუნძული (რუს. полуостров Ямал) — ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიაზე, ციმბირის ჩრდილოეთით, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგში. გადაჭიმულია 700 კილომეტრ სიგრძეზე და 240 კილომეტრ სიგანეზე. დასავლეთით ესაზღვრება კარის ზღვა და ბაიდარაცკის ყურე, აღმოსავლეთით — ობის ყურე. ადგილობრივებში, ნენების ენაზე „იამალი“ ნიშნავს „სამყაროს დასასრულს“.

ნახევარკუნძული შედგება ნოტიო ნიადაგებისგან და გეოლოგიურად ის საკმაოდ ახალგაზრდაა. ზოგიერთი არეალი ათი ათას წელზე ნაკლები ასაკისაა.

იამალზე მდებარეობს რუსეთის ბუნებრივი გაზის უდიდესი საბადოები. რუსეთის გაზის მონოპოლისტი კომპანია გაზპრომი, ამუშავებს „იამალის პროექტს“, რომელიც 2011-2012 წლებში განხორციელდება. ეს იქნება ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული პროექტი. გაზის მარაგი აქ 55 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს და უდიდესია მსოფლიოში.

2007 წელს, ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთის ირმების მწყემსმა აღმოაჩინა 37 000 წლის წინანდელი მამონტის ნაშიერის — „ლიუბას“ ნეშტი, რომელიც საკმაოდ კარგად იყო შენახული, ის მდედრობითი სქესის იყო და 1 თვის ასაკში იყო მომკვდარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]