იალქნოსანი თევზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იალქნოსანი თევზები
იალქნოსანი თევზები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
ოჯახი: იალქნოსნისებრნი
გვარი: იალქნოსანი თევზები
სახეობა: იალქნოსანი თევზები
ლათინური სახელი
Istiophorus

იალქნოსანი თევზები (ლათ. Istiophorus) — თევზების გვარი იალქნოსნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3,3 მ, მასა 100 კგ აღწევს. ცნობილია 1 სახეობა — Istiophorus platypterus. გავრცელებულია უმთავრესად წყნარ, ინდოეთისა და ატლანტის ოკეანეთა ტროპიკულ ზონაში. მტაცებლებია. იკვებებიან თევზებით და კალმარებით. ძვირფასი სარეწაო თევზია და სპორტული მეთევზეობის კარგი ობიექტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]