იალუნგძიანგი
იალუნგძიანგი ჩინ.: 雅砻江 | |
---|---|
![]() მდინარე ქალაქ კანწისთან | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | სიჩუანი |
სათავე |
ბაიან-ხარა-ულა 34°12′27″ ჩ. გ. 97°36′24″ ა. გ. / 34.20750° ჩ. გ. 97.60667° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 4920 მ |
შესართავი |
იანძი 26°36′20″ ჩ. გ. 101°48′05″ ა. გ. / 26.60556° ჩ. გ. 101.80139° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 985 მ |
სიგრძე | 1187 კმ |
აუზის ფართობი | 144 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | იანძი → აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2000 მ³/წმ |
![]() | |
![]() ![]() | |
![]() |
იალუნგძიანგი (ჩინ. გამარტ. 雅砻江, ფინინი: Yǎlóngjiāng) — მდინარე ჩინეთში, იანძის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1187 კმ, აუზის ფართობი 144 ათ. კმ². სათავე აქვს ბაიან-ხარა-ულის ქედზე, მიედინება ჩინეთ-ტიბეტის მთებში, ღრმა დაკლაკნილ ხეობებში, წარმოქმნის მრავალ ჭორომსა და ჩანჩქერს.[1] ზემო წელზე მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქვემოთში კი სამხრეთისაკენ ტრიალდება, მიუყვება დასიუეშანის ქედს და ჩაედინება იანძიში (ძინშაში).[2] დინების უდიდეს ნაწილში სწრაფი და უხვწყლიანი მდინარეა (წყლის საშუალო ხარჯი დაახლ. 2000 მ³/წმ), წყლიანობა იმატებს ზაფხულობით.[1] ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიზნით, 1980-იანი წლებიდან მდინარეზე მრავალი კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური აშენდა. ხეობაზე გადიოდა სავაჭრო გზები ჩენდუდან დალისკენ (იუნანი), სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ მიანმარისკენ.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Ялунцзян // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 30 — М., 1978.
- ↑ 2.0 2.1 Yalong River. Encyclopædia Britannica online (2011-06-14). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2020.