იალპუჰის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იალპუგის ტბა)
იალპუჰის ტბა
ტბა იალპუჰი
ტბა იალპუჰი
კოორდინატები: 45°25′ ჩ. გ. 28°37′ ა. გ. / 45.417° ჩ. გ. 28.617° ა. გ. / 45.417; 28.617
მდებარეობა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეული ოდესის ოლქი
სიმაღლე ზღვის დონიდან 2,4 
სიგრძე 39 კმ
სიგანე კმ
ფართობი 149 კმ²
მოცულობა 0,38 კმ³
საშუალო სიღრმე
მაქსიმალური სიღრმე 5,5 
აუზის ფართობი 4300 კმ²
ჩამდინარე მდინარეები იალპუჰი
იალპუჰის ტბა — უკრაინა
იალპუჰის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იალპუჰის ტბა (უკრ. Ялпуг) — ლიმანური წარმოშობის ტბა უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ოდესის ოლქში. წარმოადგენს ფართობით უკრაინის უდიდეს ტბას. მდებარეობს მდინარე დუნაის მარცხენანაპირეთში, ზღვის დონიდან 2,4 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 149 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5,5 მ.[1] კუჰურლუის ტბის მეშვეობით უკავშირდება მდინარე დუნაის. ტბის ქვაბული წაგრძელებული ფორმისაა. აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაპირები ამაღლებულია, დანაწევრებულია ხევებით, ხოლო სამხრეთი ნაპირები ქვიშიანია, სანაპიროს უკიდურესი ჩრდილო ნაწილი დაჭაობებულია და დაფარულია ლელქაშით. სამხრეთით, იალპუჰი სრუტით დაკავშირებულია კუგურლუის ტბასთან. სრუტის ყველაზე ვიწრო ნაწილში XX საუკუნის 70-იან წლებში აშენდა ჯებირი ხიდთან ერთად, რომელზედაც გაიყვანეს გზა იზმაილირენი.

ჯებირის აშენების შემდეგ, იალპუჰსა და კუგურლუის ტბებს შორის არსებული წყალცვლა შემცირდა თითქმის მესამედით, რამაც გაზარდა იალპუჰის გაბინძურების დონე. მტკნარწყლიანია. ტბის წყლით კვება უმეტესწილად ხორციელდება მდინარე დუნაისთან წყალცვლით ტბა კაგურლუის გავლით. ჩრდილოეთ მხრიდან ტბას ერთვის მდინარე იალპუჰი, აღმოსავლეთით — პატარა მდინარეები მინზული და კარასულაკი.

ამჟამად, ტბის წყლის ბალანსზე გავლენა მდინარეებს პრაქტიკულად არ აქვთ, ვინაიდან, მნიშვნელოვანი დარეგულირების გამო, მდინარეების ჩამონადენი ტბაში თითქმის შეწყდა. აგრეთვე, წყლის ბალანსზე გარკვეული გავლენა აქვს წვიმის წყლებს. ზაფხულში წყლის ტემპერატურა უდრის 24-25 °C-ს, ზამთარში იყინება, ყინულოვანი რეჟიმი არასტაბილურია.

წყლის მინერალიზაცია 1-1,5 გ/ლ. ტბის ფსკერი დაფარულია მუქი-რუხისფერი, ხოლო ჩრდილოეთით — შავი გოგირდწყალბადის ტალახით, წყალმარჩხ ადგილებში ფსკერი ქვიშიანია. ტბის ნაპირები შემოსილია ლელქაშითა და ისლით, გვხვდება წყალმცენარეები. მდიდარია იქთიოფაუნით. გვხვდება თევზების 40 სახეობა, ბევრია კიბოსნაირნი. ტბის ჩრდილო სანაპიროზე, მდინარე იალპუჰის შეერთების ადგილას, განლაგებულია ქალაქი ბოლგრადი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Енциклопедія українознавства : Словникова частина : [в 11 т.] / Наукове товариство імені Шевченка ; гол. ред. проф., д-р Володимир Кубійович. — Париж ; Нью-Йорк : Молоде життя ; Львів ; Київ : Глобус, 1955—2003.
  • Ресурсы поверхностных вод СССР. Описание рек и озёр и расчёты основных характеристик их режима. — Т. 6. Украина и Молдавия. Вып. 1. Западная Украина и Молдавия (без бассейна р. Днестра). — Л., Гидрометеоиздат, 1978. — 486—487 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]