შინაარსზე გადასვლა

იალოვის ათათურქის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იალოვის ათათურქის სახლი
40°36′13″ ჩ. გ. 29°10′28″ ა. გ. / 40.603694° ჩ. გ. 29.174694° ა. გ. / 40.603694; 29.174694
დაარსდა 1929 წელი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა Termal
ოფიციალური საიტი http://www.yuruyenkosk.com/
Map

იალოვის ათათურქის სახლი (თურქ. Yalova Atatürk Köşkü) — სასახლე, რომელიც აშენდა და გამოიყენებოდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ იალოვაში თერმული კურორტების მონახულების დროს მარმარილოს რეგიონში, თურქეთი. ამჟამად, შენობა ეკუთვნის თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას და ნაწილობრივ საზოგადოებისთვისაა ღია, როგორც სახლ-მუზეუმი.

გამარჯობა! მუსტაფა ქემალ ათათურქი პირველად 1927 წელს ეწვია იალოვას. იქ ზაფხულის თვეებში მიდიოდა ადგილობრივი თერმული დაწესებულებების გამო. ვიზიტების დროს ისვენებდა ხის პავილიონში ბალთაჯის ფერმაში, თერმული აბანოს გვერდით, რომელიცXIX საუკუნეში ააშენა სულთან აბდულჰამიდ II (მეფობდა 1876-1909).[1][2]

ათათურქმა დაავალა საკუთარი სასახლის მშენებლობა მილეტის ფერმაში (Millet Çiftliği). არქიტექტორ სედათ ჰაქი ელდემის მიერ დაპროექტებული სამუშაოები, დასრულდა 1929 წელს. სასახლეს თავდაპირველად ეწოდებოდა მილეტის ფერმის სასახლე („მილეტი“ თურქულად „ერს“ ნიშნავს) იმ ფერმის სახელის მიხედვით, რომელშიც აშენდა.[3]

თავდაპირველად ხისფერი სასახლე მოგვიანებით გადაკეთდა. ორსართულიან შენობას აქვს სამი VIP სალონი და თერთმეტი ოთახი. აღჭურვილია დოლმაბაჰჩეს სასახლიდან მოტანილი ავეჯით.[2][4]

ათათურქი ამ სასახლეში ატარებდა ზაფხულის თვეებს. იწვევდა ცნობილ თურქ მომღერლებსა და მუსიკოსებს, როგორებიც იყვნენ საფიე აილა და მუნირ ნურეთინ სელჩუქი, თურქული კლასიკური მუსიკის კონცერტების შესასრულებლად. ამ ადგილას განვითარდა იდეა თურქული ისტორიული საზოგადოებისა და თურქული ენის ასოციაციის დაარსების შესახებ.[1]

იალოვის ათათურქის სახლი, რომელიც თავდაპირველად ათათურქის კერძო საკუთრება იყო, გადაეცა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას. სარემონტო სამუშაოებისა ათათურქის ფოტოების და პირადი ნივთებით მორთვის შემდეგ, სასახლე გადაკეთდა ისტორიულ სახლ-მუზეუმად და საზოგადოებისთვის გაიხსნა 1981 წელს.[2][3]

  1. 1 2 Bardakçı, Murat (2011-09-11). „Yalpva Termal'deki Atatürk Köikü ve yanındaki tesis fuhuş mekanı olmuş“. Haber Türk (თურქული). ციტირების თარიღი: 2011-09-11.
  2. 1 2 3 Yalova Atatürk Mansion. Milli Saraylar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-11. ციტირების თარიღი: 2011-09-11
  3. 1 2 Yalova - Atatürk Köşkü Müzesi tr. Türk Ayyıldız. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-04. ციტირების თარიღი: 2011-09-12
  4. ↑ Yalova. Guleta.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-21. ციტირების თარიღი: 2011-09-11|