შინაარსზე გადასვლა

იაკქოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკქოსი
მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სქესი: მამრობითი

იაკქოსი,[1] იაკხოსი (ძვ. ბერძნ. Ἴακχος [Iakchos] — „ძახილი“, „ბაკხოსის ჰიმნი“) — ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი; ბახუსი, ბაკქოსი, დიონისე — ასე ეძახდნენ ბგერითი მსგავსების შესაბამისად აურზაურიან ბახუსს, რომელიც დიდ ელევსინიებზე ათენიდან ელევსინის ველზე — „წმინდა გზაზე“ მიმავალ პროცესიას მიუძღვოდა, ნიშნავდა საკუთრივ „ხმაურიანს“, მოზეიმეს. იაკქოსი ბაკქოსის საკულტო სახელია.

იაკხოს-ბაკხოსს ჟრიამულითა და ცეკვა-სიმღერით მიჰყვებოდა ასობით, ათასობით სუროს და ვაზის გვირგვინით დამშვენებული ჩირაღდნოსანი, და ეს ხალხი მაინც გაურკვეველი წესრიგით შეკრული იყო, ქმნიდა სანახაობას და არ ივიწყებდა მოვალეობას. ბაკქოსი ელევსინში დემეტრეს ან პერსეფონეს შვილად ითვლებოდა. აგორაზე დაწყებული პროცესია ღამით ჩადიოდა ელევსინში. გათამაშებული იყო სცენაიაკხოსის ცხოვრებიდან: ოდესღაც, ზევსმა რომ ციურ ტახტზე დასვა, ტიტანებმა დაგლიჯეს, მაგრამ ღმერთებმა გააცოცხლეს, ზევსმა მფეთქავი გული შეუნახა და ის ხელახლა იშვა, დიონისეს სახით. ეს პოეტური წარმოსახვა გასცენირებული იყო მისტერიების სახით, ზვარაკის ხორცის დაგლეჯითა და უმად ჭამით. იაკხოსის ჩამომავლობა მაინც საკმაოდ ბუნდოვანია. ზოგი დიონისეს შვილად თვლის, ზოგი დემეტრას ქმრად, ან შვილად, ხან პერსეფონეს შვილს ძაგრევსს უტოლებდნენ, ხანაც ფრიგიელ საბაძიოსს.

  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983.