იაკუბიცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკუბიცა
მწვერვალი სოლუნსკა-გლავა
მწვერვალი სოლუნსკა-გლავა
კოორდინატები: 41°42′15″ ჩ. გ. 21°24′19″ ა. გ. / 41.70417° ჩ. გ. 21.40528° ა. გ. / 41.70417; 21.40528
ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
უმაღლესი წერტილი სოლუნსკა-გლავა
სიმაღლე 2540[1] 
იაკუბიცა — ჩრდილოეთი მაკედონია
იაკუბიცა

იაკუბიცა (მაკედ. Jakupica) ან მოკრა — ქედი ჩრდილოეთ მაკედონიაში. უმაღლესი წერტილია მწვერვალი სოლუნსკა-გლავა, ზღვის დონიდან 2540 მეტრზე. სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალებია: კარაძიცა (2473 მ), პოპოვო-ბრდო (2380 მ), ოსტარ-ბრეგი (2365 მ), უბავა (2353 მ), ოსტარ-ვრვი (2275 მ) და დაუტიცა (2178 მ).

რელიეფს კვეთს მთის მრავალი ანკარა და სწრაფი მდინარე. დიდი ფართობები უჭირავს წიფელს, მუხასა და წიწვოვან ტყეებს. ასევე ცხადად შეიმჩნევა პირველყოფილი გამყინვარების ნაკვალევი. მრავალი ინსტიტუცია ამ ტერიტორიის ეროვნულ პარკად გამოცხადების რეკომენდაციას იძლევა.

ქედი ადვილად მისასვლელია მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან. კარგ ამინდში, მწვერვალ სოლუნსკა-გლავადან შესაძლებელია საბერძნეთის ქალაქ სალონიკის დანახვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]