იაკობ ხვედელიანი
იაკობ ხვედელიანი (დ. 1906, სოფ. ქრისტესი, ბაღდათის რაიონი — გ. 1978) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი. 1946–1978 წლებში საქართველოს სსრ II-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1929–1931 წლებში ქ. ნიჟნე-დნეპროვსკის კარლ ლიბკნეხტის სახელობის ქარხანა, ტექნიკოს-მექანიკოსი; 1931 წლიდან — ქ. თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხანა; 1937 წლიდან მუშაობდა ოსტატად თბილისის კიროვის სახელობის დაზგათსამშენებელი ქარხანაში, ხოლო 1943 წლიდან — მთავარ ინჟინერად. 1944 წლიდან — ამავე ქარხნის დირექტორი; 1948-1978 წლებში 30 წლის განმავლობაში თბილისის გიორგი დიმიტროვის სახელობის N 31 საავიაციო ქარხნის დირექტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და არაერთი გამოგონების ავტორი. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა და ჩიხი.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1960 — საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი
- 1966 — სოციალისტური შრომის გმირი
- 1967 — დამსახურებული რაციონალიზატორი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართველი ინჟინრები
- დაბადებული 1906
- გარდაცვლილი 1978
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- ხვედელიანები