იაკობ ფუტკარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იაკობ ფუტკარაძე (დ. 23 სექტემბერი, 1935 — გ. 29 დეკემბერი, 2015) — ქართველი იურისტი, მოსამართლე.

დაიბადა 1935 წლის 23 სექტემბერს ვანის რაიონის სოფელ ინაშაურში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1959 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა. საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ქართველ მთიელთა სამართლის ისტორიისათვის“, დაიცვა 1965 წელს.

1959 წლიდან იყო სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1994-1996 წლებში დირექტორი. პარალელურად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის საკონსტიტუციო კანონმდებლობის ქვეკომისიის თავმჯდომარე, ქართული ენციკლოპედიის სამართლის რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი. კითხულობდა ლექსიებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იკვლევდა ქართული სამართლისა და სახელმწიფოებრიობის პრობლემებს. ავტორია ათასამდე პუბლიკაციის.

1996 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 1996 წლის 15 აგვისტოს აირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოადგილედ და იმავდროულად პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით. 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი. 2002 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

2004 წლის 25 ნოემბერს აირჩიეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

გარდაიცვალა 2015 წლის 29 დეკემბერს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამულაშვილი, თინათინ (1997). ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი: დიოგენე, გვ. 320. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]