იაკობ სედერჰოლმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ სედერჰოლმი
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1863(1863-07-20)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ჰელსინკი[5]
გარდ. თარიღი 26 ივნისი, 1934(1934-06-26)[1] [2] [3] [4] (70 წლის)
გარდ. ადგილი ჰელსინკი
მოქალაქეობა ფინეთი
ფინეთის დიდი სამთავრო
საქმიანობა პეტროლოგი
ალმა-მატერი ჰელსინკის უნივერსიტეტი
მამა Theodor Sederholm
ჯილდოები პენროუზის მედალი[6] , მურჩისონის მედალი, Q117353804?, Commander First Class of the Order of the White Rose of Finland[7] და წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი[7]
ხელმოწერა

იაკობ იოჰანეს სედერჰოლმი (ფინ. Jakob Johannes Sederholm; დ. 20 ივლისი, 1863 — გ. 26 ივნისი, 1934) — ფინელი გეოლოგი. მოღვაწეობდა პეტროლოგიის დარგში. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1910). 1893-1933 წლებში იყო ფინეთის გეოლოგიური კომისიის დირექტორი. 1882-85 წლებში სწავლობდა ჰელსინკის უნივერსიტეტში. 1888 წლიდან მუშაობდა ფინეთის გეოლოგიურ კომისიაში. 1897 წელს ვილჰელმ რამზაისთან ერთად ორგანიზება გაუწია გეოლოგიურ ექსკურსიას ფინეთში საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის მე-7 სესიაზე სანქტ-პეტერბურგში. მისი ძირითადი ნაშრომები მიეძღვნა ფინეთის კამბრიუმამდელი ქანების გეოლოგიასა და პეტროგრაფიას (რაპაკივი და გნაისები). შეიმუშავა მოძღვრება მიგმატიტებზე, რომელთა წარმოშობა დაუკავშირა გრანიტული მაგმის ფართო ინიექციას. სედერჰოლმის ეს წარმოდგენა შემდგომში განავითარა რუსი გეოლოგების ჯგუფმა და საფუძვლად დაედო კონცეფციას ტრანსმიგმატიტური ხსნარებისა და გრანიტიზაციის შესახებ. მისსავე შრომებშია შემუშავებული კლასიკური წარმოდგენა ანატექსისზე. პეტროგრაფიაში დაამკიდრა ტერმინი მიგმატიტი (1907). 1928 წელს დაჯილდოვდა მურჩისონისა და პენროუზის მედლებით. სედერჰოლმის სახელობისაა მინერალი სედერჰოლმიტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]