იაკობ პოლონსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იაკობ პოლონსკი
Yakov Polonskiy.jpg
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი 1819(1819-12-18)[1] [2] ან 19 დეკემბერი 1819(1819-12-19)
დაბადების ადგილი რიაზანი, რუსეთის იმპერია[1] [3] [4]
გარდაცვალების თარიღი 30 ოქტომბერი 1898(1898-10-30)[1] [2] [4] [5] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[1] [3]
დასაფლავებულია რიაზანის კრემლი[6]
საქმიანობა პოეტი[1] [4] , მწერალი და ლიბრეტისტი
ენა რუსული ენა[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
ჯილდოები პუშკინის პრემია
მეუღლე ჯიზეფინა რიულმანი[4]

იაკობ პეტრეს ძე პოლონსკი (რუს. Яков Петрович Полонский) (დ. 18 დეკემბერი [ძვ. სტ. 6 დეკემბერი], 1819, რიაზანი — გ. 30 ოქტომბერი [ძვ. სტ. 18 ოქტომბერი], 1898, პეტერბურგი; დაკრძალულია რიაზანში) — რუსი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1846-1851 წლებში თბილისში ცხოვრობდა, მუშაობდა გაზეთ „ზაკავკაზსკი ვესტნიკის“ რედაქტორის (პ. იოსელიანი) თანაშემწედ. შეიაწავლა ქართული ენა, საქართველოს წარსული და აწმყო. დაუახლოვდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, გიორგი ერისთავს, დიმიტრი ყიფიანს, მირზა ფათალი ახუნდოვსა და სხვებს. თბილისის პრესაში გამოქვეყნდა იაკობ პოლონსკის „თბილისის სტატისტიკური ნარკვევი“ (1847), წერილები საქართველოს ისტორიის, ქართული ფოლკლორის, ლიტერატურისა და თეატრის შესახებ. მასვე ეკუთვნის თბილისის, ქუთაისის, გორის, დუშეთის, და სხვა ქალაქების ჩანახატები.

თბილისში გამოსცა პოეტური კრებულები „საზანდარი“ (1849) და „რამდენიმე ლექსი“ (1851). პოლონსკის ეკუთვნის რუსულ ლიტერატურაში რუსთაველისადმი მიძღვნილი პირველი ლექსი და პირველი გამოკვლევები საიათნოვასა და გ. ერისთავვის შესახებ. პოლონსკის პოეზიაში, ისევე როგორც მის პროზაულ („თბილისის ქოხები“, „ორი უცნობი — ცოცხალი და მკვდარი“) და დრამატულ („იმერთა დარეჯაბი“) თხზულებებში აღბეჭდილია არა პირობით-ეგზოტიკური, არამედ თვითმყოფი, თავისთავადი საქართველო. 1851 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა, თანამშრომლობდა ჟურნალ „სოვრემენნიკსა“ და „ოტეჩესტვენნიე ზაპისკიში“, რედაქტორობდა ჟურნალ „რუსკოე სლოვოს“ (1859-1860). 60-70-იან წლებში სალტიკოვ-შჩედრინი, კუროჩკინი, მინაევი აკრიტიკებდნენ პოლონსკის ეკლექტიზმისა და „წმინდა ხელოვნების“ მიმდევრობისათვის.

1887 წელს, პოლონსკის მოღვაწეობის 50 წლისთავზე, ქართველმა ინტელიგენციამ მის იუბილეზე დავით ერისთავი გაგზავნა. 1891 წელს პოლონსკიმ გაიცნო აკაკი წერეთელი, პეტერბურგშივე შეხვდა ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Полоцкая Э. А. Полонский // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 5.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Полонский Яков Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Вл. Соловьев Полонский, Яков Петрович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1898. — Т. XXIV. — С. 361–363.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. http://culture62.ru/?object=могила-полонского-якова-петровича-1819-1898